TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

რა მოხდება, თუკი უარს იტყვით ნარკოლოგიურ შემოწმებაზე – იურისტების განმარტება

რა მოხდება, თუ მოქალაქე უარს იტყვის ნარკოლოგიურ შემოწმებაზე? -განმარტებებს იურისტები აკეთებენ: კანონის მიხედვით, მოქალაქეს აქვს უფლება, არ გაჰყვეს პოლიციას, თუმცა ვალდებულია 4 საათში დამოუკიდებლად მიიტანოს ბიოლოგიური მასალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ჩაითვლება და შეიძლება დაჯარიმდეს 2-დან 5 ათას ლარამდე, ან 60 დღით დააკავონ. განმეორების შემთხვევაში კი საქმე სისხლის სამართლის მუხლზე გადადის – სასჯელი შესაძლოა, 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთაც გახდეს.

ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის თქმით, სწორედ ამ მექანიზმებს იყენებს შსს, რათა თავისუფალი ადამიანები და აქტივისტები შეაშინოს. „გუშინაც გამოჩნდა, რომ მუხლი მიზანმიმართულად გამოიყენება მხოლოდ რეპრესიებისთვის“, — აცხადებს ის.

მას აქვს უფლება, რომ არ გადაყვეს. თუ არ გადაყვება, მაშინ კანონი მას სთხოვს, რომ 4 საათის განმავლობაში მიიტანოს ბიოლოგიური მასალა. თუ ამ 4 საათის განმავლობაში არ მიიტანს, ის ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და შემდეგ ეს საქმე შევა სასამართლოში. აის შემდეგ 5 ათას ლარიდან 2 ათას ლარამდე აქვს უფლება, რომ დააჯარიმოს და ასევე 60 დღით გაუშვას პატიმრობაში. ამის შემდეგ თუ ამ ადამიანს ისევ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის ფარგლებში გააჩერებს პოლიცია და მიხვდებიან, რომ ეს უკვე დაჯარიმებულია, და მას თუ ისევ დააჯარიმებენ, ეს უკვე გადადის 273 მუხლში, სისხლში, რა დროსაც მას შეიძლება 1 წლამდე პატიმრობაც კი შეუფარდონ და სისხლის სამართლის დამნაშავედ აქციონ ადამიანი, რომელიც მხოლოდ მოიხმარს ნარკოტიკს. მაგრამ, გუშინაც გამოჩნდა და ალბათ დაინახავს საზოგადოება, რომ ამ მუხლს იყენებენ მხოლოდ, რომ ადამიანები დააშინონ, დასაჯონ. ის სამოქალაქო აქტივისტები, ის თავისუფალი ადამიანები რამენაირად შეაშინონ, – ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე. 

უფლებადამცველი თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, პოლიციას ხშირად არც კი აქვს რეალური საფუძველი ან ეჭვი, რომ აქტივისტმა ნარკოტიკი მოიხმარა. მისი შეფასებით, ეს არის მცდელობა, რომ აქტივისტების წინააღმდეგ დაიწყონ კამპანია და საზოგადოებაში რეპუტაცია შეულახონ.

დასაბუთებულად უნდა ჰქონდეს პოლიციელს ფაქტი ან მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ შენ მოხიმარე ნარკოტიკული საშუალება. რა თქმა უნდა, ნაკლებად გვჯერა, რომ ვინმეს ჰქონდა ინფორმაცია ამ პიროვნებების მიმართ. ისინი არიან აქტიური აქტივისტები, ადამიანები, რომლებიც მუდმივად იმყოფებია რუსთაველის გამზირზე და არის ალბათ მცდელობა იმისა, რომ ამ ადამიანების მიმართ დაიწყოს კამპანია, რომელიც შექმნის ილუზიას მაინც საზოგადოებაში და განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებსაც სჯერა, რომ რადიკალები არიან რუსთაველზე, რომ ეს ადამიანები მოიხმარენ მუდმივად ნარკოტიკულ საშუალებებს, – ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი. 

გუშინ დაწყებული მასობრივი ნარკოშემოწმებები დღესაც გაგრძელდება. ნარკოლოგიურში შემოწმებებზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები გადაჰყავთ. ზოგიერთი მათგანი გუშინ ქუჩაში გააჩერეს და შემოწმებაზე გაყოლა მოსთხოვეს, ზოგს მეგობრის სახლში მიაკითხეს.

“ოცნების” მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ შსს-მ წინდაწინ შეადგინა იმ ადამიანების სიები, რომლებიც აქციებში აქტიურად მონაწილეობენ. მოქალაქეები დარწმუნებულები არიან, რომ გელაძის უწყების მიზანს მათი რეპუტაციის შელახვა და დისკრედიტაცია წარმოადგენს.

წყარო: ტვ პირველი

გაზიარება
წინა პოსტი

არ არსებობს SWIFT-დან ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის საფუძველი – ეროვნული ბანკი

შემდეგი პოსტი

ატმის შეღებვის ფაქტზე იდენტიფიცირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ფიზიკური პირი – აღებულია ატმის ნიმუშები

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'