ბაღდათში, რუსთაველის ქუჩაზე, N16 კორპუსთან მიწის მასა ჩამოიშალა – ტერიტორიიდან 19 ოჯახი გაიყვანეს, ისინი დროებით ალტერნატიული უსაფრთხო საცხოვრებელი ფართით არიან უზრუნველყოფილი.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ ოჯახების ქირით გაყვანის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რკინა-ბეტონის საყრდენი კედლებისა და სანიაღვრეების მოწყობის პროცესში, შენობასთან ეზოში მიწა ჩამოიშალა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, განხორციელდა გეოლოგიური კვლევა რუსთაველის ქუჩის N16 ბინის მდგრადობის შემოწმების მიზნით. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, კორპუსის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება.