TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გიორგი მამალაძის მიერ წარდგენილი მეორე საჩივარიც წარუმატებელი გამოდგა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მომჩივნის მიერ ევროპულ სასამართლოში წარდგენილი პირველი საჩივარი ეხებოდა მის მიმართ გამოტანილ განაჩენს (ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით), რომელიც სტრასბურგის სასამართლომ კანონიერად მიიჩნია. კერძოდ, 2022 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სასამართლომ პირველი საქმის ფარგლებშიც გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და მტკიცებულებათა მოპოვების გარემოებებისა („ნატრიუმის ციანიდის”) და მათი სანდოობის კუთხით სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა არ დაადგინა.

რაც შეეხება მიმდინარე საჩივარს, ის უკავშირდებოდა გიორგი მამალაძისა და მისი წარმომადგენლის სატელეფონო საუბრის შესაძლო ფარულ მოსმენას, რაც, მამალაძის მტკიცებით, მას ხელს უშლიდა სტრასბურგის სასამართლოში ზემოხსენებული პირველი საჩივრის თავისუფლად წარდგენაში.

2021 წლის 1 აგვისტოს “მთავარმა არხმა” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადანაშაულა, რომ თითქოს 2019-2020 წლებში უკანონოდ აკვირდებოდა და აგროვებდა მონაცემებს სასულიერო და სხვა საჯაროდ აქტიური პირების პროფესიული ან/და ინტიმური ცხოვრების შესახებ. გიორგი მამალაძე ამტკიცებდა, რომ ხსენებულ მასალებში მასსა და მის ადვოკატს შორის კომუნიკაციის მიყურადების ამსახველი ფაილებიც იყო.

სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც გიორგი მამალაძესა და მის ადვოკატს შორის კომუნიკაციის მიყურადებას დაადასტურებდა; ამასთან, მომჩივანმა შეფერხების გარეშე შეძლო ევროპულ სასამართლოში საჩივრის შეტანა და შემდეგ დიდი მოცულობის მასალის გაგზავნა. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის თავისუფლად წარდგენის უფლებაზე ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი პოზიცია შესაბამის მტკიცებულებებთან ერთად და საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა, როგორც აშკარად დაუსაბუთებული,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
წინა პოსტი

კიბორჩხალამ ვლოგი გადაიღო მობილურზე, რომელიც ტურისტს ზღვაში ჩაუვარდა

შემდეგი პოსტი

რამდენ ლარად იყიდით დოლარს და ევროს ხვალ

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'