პოლიციამ კაცი ძალის გამოყენებით დააკავა, რის შემდეგაც პენსიონერმა გონება დაკარგა – შემთხვევა თბილსის ცენტრში მოხდა.
კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება, სადაც ჩანს და ისმის, როგორ ესარჩლება ასაკიანი მამაკაცი პირს, რომელთანაც პოლიციას სიტყვიერი შელაპარაკება ჰქონდა.
თვითმხილველთა მონათხრობით მან პოლიციელს უთხრა, რომ ამის გამო პასუხს აგებდნენ, ამის შემდეგ მამაკაცთან სამართალმდაცველი მივიდა, ხელები გადაუგრიხა, ყელში წვდა და ძალის გამოყენებით დაადო ხელბორკილები.
ამ დროს კადრებში ჩანს, როგოr მისდის გული პენსიონერს და როგორ იკეცება.
ადგილზე აღნიშნულ ფაქტს მოქალაქეების პროტესტი და შეძახილები მოჰყვა. ხალხი სასწრაფოს გამოძახებას ითხოვდა.
“ამ ყველაფრამდე ბიჭს ათრევდნენ საკუთარი მანქანიდან. ვინც გამოესარჩლა, ასე არ შეიძლება მოექცე ადამიანსო, ყველას შედგნენ” – წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე თამარ ბოჭორიძე და ვიდეოს ავრცელებს