TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

მარნეულში დაჭრილი მოზარდის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

მარნეულში დაჭრილი არასრულწლოვანის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მოზარდს 55 ჭრილობიდან 40-მდე ზურგზე აქვს მიყენებული. მათივე განმარტებით, დაკავებული პირი და დაჭრილი ერთმანეთს იცნობდნენ, ისინი თანასოფლელები არიან, შემთხვევის დღესაც, ისინი ერთად, მაღაზიაში დაინახეს.

არასრულწლოვნის ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ნარკოტიკული თრობის ქვეშ ყოფილყო.

„უბედურება დატრიალდა, ასეთი შემთხვევა არ მახსენდება, ბავშვი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, სისხლში ცურავდა, ძლივს ამოიცნეს, მინდორში ეგდო ასეთ მდგომარეობაში, ბავშვის ბიძა ვარ, ჩვენ გვიან გავიგეთ, პირდაპირ კლინიკაში მოვედით და მდგომარეობის გაუმჯობესებას ველოდებით, როგორც გვეუბნებიან, ჯერ კომაშია. ეს ვინც ჩაიდინა, ის ადამიანი არაა, 20 წლის ბიჭია, ისიც თანასოფლელია, არ ვიცი, ამ მდგომარეობამდე რამ მიიყვანა“, – აცხადებს „ტვ პირველთან“ არასრულწლოვნის ბიძა.

„სავარაუდოდ, ეს უბედურება ღამე მოხდა, რადგან ეს ბავშვი გამთენიას იპოვა იქვე ვინც ცხოვრობს, იმ კაცმა. მომაკვდავი იყო, სულ სისხლში იყო ამოვლებული და გმინავდა, მთელი ღამე შველას ითხოვდა, არ ვიცით როგორ გადარჩა, სულ დაჩეხილია დანით. სხვაგან მიაყენა დაზიანებები, ეგონა, რომ გარდაიცვალა, თავიდან რომ მოეშორებინა, მინდორში გაუყვანია, იქ დააგდო. ჩვენი თანასოფლელია დაკავებული, მაგრამ კარგად არავინ იცნობს და ახასიათებს, მამა ციხეში ჰყავს, მხოლოდ ეს ვიცით, სავარაუდოდ, ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო“, – აცხადებს „ტვ პირველთან“ დაჭრილის ახლობელი.

შემთხვევა 10 ივლისს მოხდა. მარნეულში არასრულწლოვანი ცივი იარაღით დაჭრეს, ის მინდორში იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ერთი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დააკავეს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

გაზიარება
წინა პოსტი

ახალციხეში, საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

შემდეგი პოსტი

“რეჟიმის ჩამოშლა დაწყებულია” – პაატა მანჯგალაძე

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'