TV PLAY
help@meganews.ge
პარასკევი, 6 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
პარასკევი, 6 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“რეჟიმის ჩამოშლა დაწყებულია” – პაატა მანჯგალაძე

საქართველოში დღეს ყველა გრძნობს, რომ ასე აღარ შეიძლება გაგრძელება. გაბრაზება, იმედგაცრუება და მზადყოფნა ერთდროულად იზრდება. ეს არის ასევე ისტორიული გარდატეხის წინაპირობა – როდესაც რეჟიმს ღიად აკრიტიკებს აშშ, ევროპარლამენტი და დემოკრატიული მსოფლიო, ის მარტო რჩება, დიქტატურა, რომელიც მარტო რჩება, იმსხვრევა როგორც ბზარიანი მინა,- ამის შესახებ „სტრატეგია – აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „რეჟიმის ჩამოშლა დაწყებულია და ახლა მთავარი საკითხია, როდის გამოვიყენებთ ცვლილების წინაპირობებს და ერთად, მშვიდობიანად, დროულად დავასრულებთ მას“.

„ხშირად გვეკითხებიან – რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ რეჟიმი იშლება?

პასუხი მარტივია: ეს არ არის სურვილი, ეს არის გარკვეული კანონზომიერება, მექანიზმი, რომელიც ამსხვრევს ყველა დიქტატურას და ეს მექანიზმი უკვე ამოქმედებულია საქართველოშიც.

პირველი – შიდა განხეთქილება და წინააღმდეგობა. როდესაც რეჟიმის საყრდენები ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, გომელაური ტოვებენ სისტემას – ეს ნიშნავს ერთს: შიგნითაც აღარ სჯერათ, რომ რეჟიმი გადარჩება. ერთობის ნაცვლად მოდის შიში, უნდობლობა და გადარჩენის ინსტინქტი. არის შიდა ჩამოშლის დასაწყისია.

მეორე – ელიტის (ფინანსური, კულტურული) დისტანცირება, თავის შორს დაჭერა იმ დონემდე რომ რეჟიმის მარცხი, მათი პერსონალური მარცხი არ გახდეს. ეს არის ავტოკრატიის ტიპური დაშლის ეტაპი, ჯერ შიდა საყრდენები ეცლებიან, მერე გარემოცვაც დისტანცირება.

მესამე – ხალხის მოლოდინის ამოწურვა. საქართველოში დღეს ყველა გრძნობს, რომ ასე აღარ შეიძლება გაგრძელება. გაბრაზება, იმედგაცრუება და მზადყოფნა ერთდროულად იზრდება. ეს არის ასევე ისტორიული გარდატეხის წინაპირობა.

მეოთხე – საერთაშორისო იზოლაცია. როდესაც რეჟიმს ღიად აკრიტიკებს აშშ, ევროპარლამენტი და დემოკრატიული მსოფლიო, ის მარტო რჩება. დიქტატურა, რომელიც მარტო რჩება, იმსხვრევა როგორც ბზარიანი მინა. ეს ბზარები უკვე თვალსაჩინოა.

რეჟიმის ჩამოშლა დაწყებულია და ახლა მთავარი საკითხია, როდის გამოვიყენებთ ცვლილების წინაპირობებს და ერთად, მშვიდობიანად, დროულად დავასრულებთ მას. ეს უკვე არ არის უბრალოდ შესაძლებლობა, ეს არის ეროვნული ამოცანა და პასუხისმგებლობა.”- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გაზიარება
წინა პოსტი

მარნეულში დაჭრილი მოზარდის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

შემდეგი პოსტი

პოლიციამ მარნეულში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'