TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

როგორ ვითარდება ალცჰაიმერი… – მეცნიერებმა დაავადების ადრეული გამოვლენის მეთოდს მიაგნეს

კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCLA) მკვლევრებმა, სამედიცინო ისტორიების დეტალური ანალიზის საფუძველზე ალცჰაიმერის განვითარების ოთხი სავარაუდო მიმართულება გამოკვეთეს. მისი ადრეული გამოვლენა და პრევენცია უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ეს კვლევა კიდევ ერთხელ აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ ალცჰაიმერის დაავადება ეტაპობრივი პროცესია, რომელიც ხშირად ერთი შეხედვით უბრალო სიმპტომებით იწყება.

კვლევის შედეგები ჟურნალ eBioMedicine-ში გამოქვეყნდა და 25 ათასამდე პაციენტის სამედიცინო მონაცემების გრძელვადიან ანალიზს მოიცავს. ყველა მათგანი კალიფორნიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მონაცემთა საცავშია დაცული. შედეგების საყოველთაო გამოყენებადობის უზრუნველსაყოფად, გუნდმა დასკვნები All of Us პროგრამის მონაცემით გადაამოწმა და შესაბამისად უფრო ფართო სპექტრი მოიცვა.

ადრინდელი კვლევები აქცენტს უფრო მეტად ალცჰაიმერის კონკრეტულ რისკ-ფაქტორებზე აკეთებდა, ხოლო ამ შემთხვევაში მეცნიერები იმ სიმპტომების ეტაპობრივ პროგრესიას აკვირდებოდნენ, რომელიც ხშირად ალცჰაიმერით სრულდება.

“ჩვენი ერთ-ერთი საინტერესო მიგნება იყო, რომ ალცჰაიმერის განვითარების რისკი მაშინ უფრო მაღალია, როცა რამდენიმე სიმპტომი თანმიმდევრულად ვლინდება, ვიდრე მაშინ, როცა მხოლოდ ერთი გამოკვეთილი ნიშანი გვხვდება. ამ სისტემის გააზრება დაავადების ადრეული გამოვლენისა და პრევენციის მიმართ ჩვენს მიდგომებს ფუნდამენტურად შეცვლის”, — განმარტავს კვლევის ერთ-ერთი წამყვანი ავტორი მინგჟოუ ფუ.

კვლევამ ალცჰაიმერის განვითარების ოთხი ძირითადი მიმართულება გამოავლინა, ესენია:

მენტალური ჯანმრთელობა: ამ დროს დაავადებისკენ მიმავალი გზა ფსიქიკური პრობლემებით იწყება, რომლებიც თანდათანობით ალცჰაიმერში გადადის.
ენცეფალოპათია: ეს გულისხმობს ტვინის ფუნქციის დარღვევებს (ენცეფალოპათიას), რომლებიც დროთა განმავლობაში მწვავდება.
მსუბუქი კოგნიტიური დაქვეითება: ამ შემთხვევაში, დაავადება მეხსიერების პრობლემებსა და ყურადღების დეფიციტთან ერთად პროგრესირებს.
სისხლძარღვოვანი დაავადებები: აქ ალცჰაიმერის რისკი გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებთან ერთად იზრდება.
თითოეული ეს ტრაექტორია დემოგრაფიული და კლინიკური მახასიათებლებით განსხვავებულია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფი ალცჰაიმერის განვითარებისგან სხვადასხვა კუთხით იყოს დაუცველი.

კვლევამ აჩვენა, რომ ალცჰაიმერის მქონე პაციენტების დაახლოებით 26%-ში სიმპტომები გარკვეული თანმიმდევრობით ვითარდებოდა. მაგალითად, მაღალი წნევის შემდეგ, ხშირად აღინიშნებოდა დეპრესიული ეპიზოდები.

“ცალკეულ დიაგნოზებზე ფოკუსირების ნაცვლად ამ თანმიმდევრული მოდელების ამოცნობა და დაავადების პროგრესირების სტრატეგიაზე დაკვირვება, დაავადების გამოვლენას გაგვიმარტივებს”, — აღნიშნა კვლევის წამყვანმა ავტორმა ტიმოთი ჩანგმა.

ამ ოთხ ფაქტორზე ერთდროულად დაკვირვებამ და დაავადების ადრეული ნიშნების ამოცნობამ გაცილებით უფრო ზუსტი შედეგები აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმებსა და ჯანდაცვის სპეციალისტებს ამ მოდელის გამოყენება ალცჰაიმერის ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და პრევენციის საშუალებას მისცემს.

კვლევის თარგმანი მომზადებულია on.ge-ს მიერ

გაზიარება
წინა პოსტი

შვედეთის საგარეო უწყებაში პარასკევს, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს

შემდეგი პოსტი

ზოდიაქოს 3 ნიშანი მალე მარტოობას დაემშვიდობება – ვინ იპოვის სიყვარულს

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'