TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 11 დეკემბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 11 დეკემბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ზოდიაქოს 4 ნიშანზე პლანეტა მერკური ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს

როდესაც პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს, ადამიანები ნეგატიურ გავლენას, როგორც წესი, ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე გრძნობენ. რეტროგრადული მერკურის დროს კომუნიკაცია გართულებულია, გაუგებრობების, კამათის რისკი იზრდება, ტექნიკური გაუმართაობა გახშირებულია, ამავდროულად, გზებზე შეფერხებებიცაა მოსალოდნელი. გარდა ამისა, ადამიანებს იმ ამოცანების გადაჭრა, რასაც იქამდე უპრობლემოდ აკეთებდნენ, შედარებით უჭირთ და ენერგიის ნაკლებობასაც განიცდიან.

მიუხედავად ნეგატიური გავლენისა, რეტროგრადული მერკური უნიკალურ შანსს გვაძლევს, რომ საკუთარი თავი შევამოწმოთ, წარსულის გაკვეთილები გავითვალისწინოთ და სამომავლო გეგმები დავსახოთ.

აღსანიშნავია, რომ პლანეტა მერკური ინტელექტის, ლოგიკის, აზროვნების, კომუნიკაციისა და ანალიტიკური უნარების სიმბოლოა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ის გვეხმარება, ბევრი რამ ვისწავლოთ, ერთმანეთთან დავაკავშიროთ, ლოგიკური გადაწყვეტილებები მივიღოთ, საჭირო ინფორმაციას თავი მოვუყაროთ, ეფექტური კომუნიკაცია დავამყაროთ და სასურველი შედეგი მივიღოთ.

ამიტომაც, აღნიშნული პლანეტის რეტროგრადულ მოძრაობაზე ასტროლოგები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ. რეტროგრადული მერკურის დროს ყველა სფერო, რომელსაც ის განაგებს, ფერხდება, გართულებულია კომუნიკაცია, დიდია არასწორი, სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებისა და შეცდომების დაშვების რისკი. ჩვენთვის ინფორმაციის აღქმა იმაზე რთულია, ვიდრე სხვა პერიოდებში, გვიჭირს სხვადასხვა ამბის გააზრება, ამის გამო კი შესაძლოა, კონფლიქტურ სიტუაციაშიც აღმოვჩნდეთ, რადგანაც არასწორად აღვიქვათ ის, რასაც გვეუბნებიან.

რეტროგრადული მერკურის დროს შეცდომებისა და თაღლითური მოქმედებების რაოდენობა იზრდება. შესაძლოა, მოულოდნელად მანიპულაციის, ტყუილის, არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების მსხვერპლი გავხდეთ.

ამავდროულად, რეტროგრადული მერკურის პერიოდი შესანიშნავი დროა იმისათვის, რომ განვლილ ეტაპებს გადახედოთ, საბოლოოდ დაემშვიდობოთ მოძველებულ ურთიერთობებსა და საქმეებს და სიახლეები დაგეგმოთ.

2025 წლის 17 ივლისიდან 10 აგვისტომდე პერიოდი საყურადღებოა. სწორედ ამ დროს პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობაშია.

წლის ბოლომდე აღნიშნული პლანეტა რეტროგრადულ მოძრაობაში კიდევ ერთხელ, 2025 წლის 9 ნოემბრიდან 29 ნოემბრამდე იქნება.

რაც შეეხება უახლოეს პერიოდს, 17 ივლისს პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას ლომის ნიშანში დაიწყებს.

აღნიშნული პერიოდი განსაკუთრებით საყურადღებო ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის იქნება. ესენია: ლომი, მერწყული, კურო და მორიელი. შესაძლოა, ხშირად იგრძნოთ გაღიზიანება, გადაწყვეტილებების მიღება გაგიჭირდეთ, რეალობისა და მანიპულაციის ერთმანეთისაგან გარჩევა ვერ შეძლოთ, ურთიერთობები კრიზისულ ეტაპზე გადავიდეს.

ასევე, ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. განსაკუთრებით ყურადღებით კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების კუთხით იყავით. გარდა ამისა, ეს ახალი, გრანდიოზული პროექტების დაწყებისთვის შესანიშნავი დრო არ არის. ჯობს, არსებული საქმეები დაასრულოთ.

მიუხედავად სირთულეებისა, რეტროგრადული მერკური დაგეხმარებათ დაინახოთ ის, რაც ადრე გამოგრჩათ ან მნიშვნელოვნად არ ჩათვალეთ.

ეს თვითგანვითარებისთვისაც შესანიშნავი პერიოდია. შეგიძლიათ, შეისწავლოთ რაღაც ახალი, საკუთარ ემოციებს კიდევ ერთხელ დააკვირდეთ, აღმოაჩინოთ, რა გიშლით ხელს ბედნიერებასა და წარმატებაში და სამომავლოდ შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგათ.

წყარო: ბომონდი 

გაზიარება
წინა პოსტი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც ზაფხული სრული ტრანსფორმაციის პერიოდი იქნება

შემდეგი პოსტი

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

დეკემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« ნოე    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'