TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“დგებუაძე მაგინებდა, სახეში შემაფურთხა, სხვა პოლიციელებს რომ არ შეეჩერებინა, მცემდა” -მზია ამაღლობელი

როდესაც [ირაკლი დგებუაძემ] შემაფურთხა, იმდენად ცუდად ვიყავი, წამოვვარდი და ვთქვი, რომ წყალი მოეტანათ, ასევე, ვითხოვე საპირფარეშო – დგებუაძემ თქვა არანაირი წყალი, არც საპირფარეშოში გაიყვანოთო, დაე, ჩაიფ…სო – ამის შესახებ გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა, სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც იმ ეპიზოდზე ისაუბრა, რის გამოც ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს და ბრალი პოლიციელზე თავდასხმის მუხლით წარუდგინეს.

როგორც მზია ამაღლობელმა ჩვენების მიცემისას აღნიშნა, პოლიციის სამმართველოში ყველა მომართული იყო, რომ მას არაადამიანურად მოქცეოდა.

„შემიძლია, სასამრთლოს წერილობით ჩვენება უფრო დეტალურად მივცე. როდესაც [ირაკლი დგებუაძემ] შემაფურთხა, იმდენად ცუდად ვიყავი, წამოვვარდი და ვთქვი, რომ წყალი მოეტანათ, ასევე, ვითხოვე საპირფარეშო.

ერთადერთი ამის თქმა მოვახერხე. დგებუაძემ თქვა არანაირი წყალი, არც საპირფარეშოში გაიყვანოთო, დაე ჩაიფ…სო. თანამშრომლების თანდასწრებით ასე იქცეოდა, რომ მახსოვს გონება გამეთიშა, ცუდად ვიყავი. პოლიციის სამმართველოში ყველა მომართული იყო, რომ არაადამიანირად მომქცეოდა. მახსოვს ვიღაც მამაკაცი ამბობდა ხელბორკილი რატომ არ ადევსო. ხელბორკილები უკან შეუკარით, წინ არაო, ეს არის პოლიციელი დავით ათაბეგაშვილი“,- აღნიშნავს მზია ამაღლობელი.

ასევე, როგორც მზია ამაღლობელმა აღნიშნა, მას ადმინისტრაციული ჯარიმაც კი არასდროს ჰქონია.

„ადმინისტრაციული ჯარიმა არასდროს მქონია, ავტობუსშიც კი არ ავსულვარ ბილეთის გარეშე. გარემოს სერიოზულად ვერ აღვიქვამდი, პასუხისმგებლიან პოლიციელს იქ ვერ ვხედავდი, იქ იყვნენ შავ ნიღბიანები. ღირსეულ საქმეს ნიღბის ტარება არ სჭირდება“,- აღნიშნა მზია ამაღლობელმა.

სასამართლო სხდომაზე რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა მზია ამაღლობელსა და პროკურორებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას.

გაზიარება
წინა პოსტი

“ეს არ არის თანამშრომლობა გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის, ეს არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პარტიასა და ივანიშვილს შორის” – თინა ბოკუჩავა

შემდეგი პოსტი

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ხმაურია

ნოემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« ოქტ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'