TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“ყველას მინდა გავახსენო, რომ სწორედ ასეთი უსასტიკესი მოქმედებებისა და ციხეებში უსამართლო მოქცევის გამო დამთავრდა წინა რეჟიმი” – სალომე ზურაბიშვილი

ზღვარგადასულია ის, რაც ხდება, თუ როგორ უსწორდებიან თვით საკანში ადამიანს, რომელიც იქ იხდის სასჯელს და მერე, როგორ გადაჰყავთ კლინიკაში, როცა უნდათ, როგორც უნდათ, გაუფრთხილებლად, ისე, რომ არანაირი ახსნა-განმარტება ან საჯაროობა ამის მიმართ არ არსებობს,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელზე, გიორგი ბაჩიაშვილზე ციხეში თავდასხმის ფაქტს.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, გიორგი ბაჩიაშვილის სიტუაცია დღეს საგანგაშოა.

„ქვეყანაში უკვე სრული განუკითხაობა სუფევს, ყველა მხრივ. ხომ ვხედავთ, რა ხდება სასამართლოში და რანაირი სასამართლოა დღეს საქართველოში, რომელიც აღარ ექვემდებარება არცერთ სტანდარტს გარდა იმისა, რომ ბოლომდე ასრულებს ძალაუფლების ყველა მითითებას. დღეს, ამას ემატება ის, რაც გავიგეთ, თუ რა პირობებია ციხეში შექმნილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ რეჟიმის მსხვერპლები არიან. გიორგი ბაჩიაშვილის სიტუაცია დღეს არის საგანგაშო. მიუღებელია, რომ ციხეში დაცული არ იყოს ის ელემენტარული ფორმები, რაც ნებისმიერ ქვეყანაში ითვლება, როგორც ოდნავ მაინც დემოკრატიის სტანდარტები. ჩვენ აქ უკვე აღარ ვართ.

ზღვარგადასულია, ის რაც ხდება, თუ როგორ უსწორდებიან თვით საკანში ადამიანს, რომელიც იქ იხდის სასჯელს და მერე, როგორ გადაჰყავთ კლინიკაში, როცა უნდათ, როგორც უნდათ, გაუფრთხილებლად, ისე, რომ არანაირი ახსნა-განმარტება ან საჯაროობა ამის მიმართ არ არსებობს. ეს არის დარღვევა ყველა ადამიანის უფლებების. არ ვიცი, სად არის სახალხო დამცველი, რამდენად მოახდინა რეაგირება ამ ყველაფერზე. ეს ინსტიტუციაც აღარ ასრულებს ბოლომდე თავის მოვალეობას. დაუცველობა არის ის, რაც დღეს ამ ქვეყანაში სუფევს.

ყველას მინდა გავახსენო ის ფაქტი, რომ სწორედ ამ უსასტიკესი მოქმედებებისა და ციხეებში უსამართლო მოქცევის გამო დამთავრდა წინა რეჟიმი. ამიტომ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ბოლომდე იქნება მათზე, ვინც არა მხოლოდ ბრძანებებს იძლევა, არამედ ასევე, მათი, ვინც განუკითხავად ასრულებს მათ და მზად არის უსასტიკეს ქცევაში მიიღოს მონაწილეობა. ეს არ არის საქართველო, ეს არ არის ქართული ტრადიციები, ეს არ არის ის სამართალი, რომელსაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვაშენებდით და რომელსაც მივყვებოდით. ეს არის სხვა რეჟიმი, სხვა ქვეყანა, ამას არ შევეგუებით არცერთ წუთს. დროა, საზოგადოებამ დაინახოს ის, რაც ხდება. დროა, რომ სხვაგან არ იყურებოდეს, რადგან ეს ის არის, რაც ყველას ეხება დღეს და ხვალ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.

როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს,თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

გაზიარება
წინა პოსტი

“ევროკომისია ამზადებს წერილს საქართველოსთვის, რომელშიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზეა საუბარი”- რიკარდ იოზვიაკი

შემდეგი პოსტი

“წამების ფაქტი, რაც მოხდა, არის კრიმინალური, ტერორისტული, რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელი ქმედება”- ელენე ხოშტარია

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'