ბიჭი, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას ოჯახი ავრცელებს.
„წავიდა და გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი ბიჭი. დაილოცოს უფალო შენი განგება, შენც კარგები გყვარებია. ნოკა, მოგიკვდეს მამიდა, შვილო, შემართებით ვარო, მეუბნებოდი… ეს რა დღეში ჩაგვყარე, შვილო,სიტყვები არა მაქვს, ვანუგეშო შენი გამწარებული მშობლები, გოჩა და აზა. ვაიმე, მუხთალო წუთისოფელო…“ – წერს ბიჭის მამიდა.
ნოკა ხურციძეს ავარიის შემდეგ ფილტვზე განუვითარდა სიმსივნის აგრესიული ფორმა, ჰქონდა მეოთხე სტადია და უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ოჯახი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ახალგაზრდას საფრანგეთიდან თურქეთში გადაყვანა და მკურნალობა სჭირდებოდა, სწორედ ამიტომ, უამრავი ადამიანი გაერთიანდა და დახმარებას შეეცადა.
განადგურებული ვარ ამ ანგელოზი შვილის დაღუპვით ღმერთოოო! ნუთუ ასეთი მსხვერპლი საჭირო იყო უფალო?! არ ვიცი რით უნდა ვანუგეშოთ გამწარებული მშობლები, ახალგაზრდა ქვრივი მეუღლე და დაობლებული პატარა ბიჭი ღმერთოოო!..უფალო, ნათელჰყავ მისი ლამაზი და ვაჟკაცი სული და დაუმკვიდრე სამუდამო სასუფეველი მართალთა შორის, მასავით ღირსეულ ვაჟკაცების გვერდით! გამძლეობა და ამ ტკივილის ატანის უნარი მიეცი ოჯახს! – წერს ახლობელი.
Discussion about this post