TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

რა უპასუხა თბილისმა ევროკომისიას და რას ფიქრობენ ბრიუსელში

რა უპასუხა თბილისმა ევროკომისიას და რას ფიქრობენ ბრიუსელში

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ბრიუსელში საქართველოს ელჩის, ვახტანგ მახარობლიშვილის მიერ ევროკომისიისათვის გაგზავნილი წერილი და შესაბამისი ანგარიში.

მოკლედ

  • რადიო თავისუფლება თბილისის მიერ ევროკომისიისთვის გაგზავნილ პასუხს გაეცნო – საკითხი უვიზო მიმოსვლის ბედს ეხება.
  • „ქართული ოცნების“ მთავრობამ ზუსტად 31 აგვისტოს – დადგენილი ვადის ბოლო დღეს – წარუდგინა ევროკომისიას ანგარიში.
  • ხელისუფლება 55-გვერდიან პასუხში ამტკიცებს, რომ ის „მტკიცე ერთგულებას ავლენს ევროინტეგრაციისადმი“.
  • რადიო თავისუფლებას ბრიუსელში წყარო კონფიდენციალურობის დაცვის პირობით ეუბნება, რომ მიღებული პასუხები „დაუსაბუთებელია“ და სათანადოდ ვერ უპასუხებს ევროკომისიის შეშფოთებას.

დიპლომატი ამტკიცებს, რომ თბილისი „მტკიცედ არის ერთგული ევროპული ინტეგრაციისა, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პრინციპებს“.

მახარობლიშვილის ადრესატია ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი, ბეატე გმინდერი – ის, ვინც 14 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს მიმართა.

დიპლომატი მას სწერს, რომ „დადგენილი კრიტერიუმების ერთგულად შესრულების გარდა, საქართველოს მთავრობამ განახორციელა არაერთი დამატებითი ინიციატივა“, რომლებიც „კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში რეფორმებთან ერთად, აღიარებულია საერთაშორისო შეფასებებით“.

„კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა“

ხუთნაწილიანი ანგარიშის „საგარეო ურთიერთობებისა და ფუნდამენტური უფლებების“ ნაწილში ხელისუფლება ამტკიცებს, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან აგვისტოს ბოლომდე პერიოდში მან:

„განახორციელა მთელი რიგი ღონისძიებები სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, ინფორმაციაზე წვდომის, თანასწორობისა და ინკლუზიურობის დაცვისა და განვითარების, ასევე საზოგადოებრივი წესრიგისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიზნით“.

  • 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციების შემდეგ 2025 წლის აგვისტოს ბოლომდე, „ქართულმა ოცნებამ“ ათობით ახალი შემზღუდავი ნორმა მიიღო;
  • შეიზღუდა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, მათ შორის სიტყვის, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებები.
გაზიარება
წინა პოსტი

“რით უნდა ვანუგეშოთ გამწარებული მშობლები” – ბიჭი, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

შემდეგი პოსტი

მანანა მენაბდე მახათას მთაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

Discussion about this post

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'