თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით, 2 სექტემბერს დაკავებული მომიტინგეების სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, ხმაურია. ერთ-ერთმა პირმა სასამართლოს დერეფანში ფოტო გადაიღო, მას მანდატურის სამსახურის თანამშრომლები შენობას ატოვებინებდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა.
სასამართლოს შენობაში მყოფმა პირებმა მანდატურის თანამშრომლებს მიმართეს, თუ რის გამო ატოვებინებდნენ აღნიშნულ პირს სასამართლოს, რა დროსაც კვლავ დაიძაბა სიტუაცია. ინციდენტის შემდეგ შენობა რამდენიმე აქტივისტს დაატოვებინეს.
ისინი მანდატურის თანამშრომლების მხრიდან აგრესიასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობენ.
Discussion about this post