TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“გამობრძანდით ბატონებო! აი, ბურთი და მოედანი” – გურამ მაჭარაშვილი

“გამობრძანდით ბატონებო! აი, ბურთი და მოედანი” – გურამ მაჭარაშვილი

ძალიან კარგი ჟესტია პრეზიდენტის მხრიდან – გამობრძანდით ბატონებო! – როცა წინასაარჩევნო კამპანიაა და ვაიპოლიტიკოსებს პრეტენზია აქვთ, რომ მათ ვინმე დევნის, აი, ბურთი და მოედანი, გამობრძანდი და თუ გაქვს შესაბამისი რესურსი გინდა არჩევნები მოიგე და გინდა შესაბამისი შედეგი დადე, – ასე შეაფასა “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილება, რომელიც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებას გულისხმობს.

მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან ეს ნაბიჯი სახელმწიფოებრივი მიდგომაა.

“ჩვენ გვახსოვს, რომ მიხეილ ყაველაშვილმა რამდენიმე კვირის წინ შესთავაზა “ნაცმოძრაობის” ამ ფილიალის წარმომადგენლებს, ე.წ პოლიტიკოსებს, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით განცხადება დაეწერათ და მონაწილეობა მიეღოთ წინასაარჩევნო კამპანიაში, რაზეც უარი განაცხადეს და რითაც დაადასტურეს, რომ რეალურად, მათი მიზანი იყო არა არჩევნებში მონაწილეობა, არამედ დამალვა და მიზეზის გამოძებნა, თუ რატომ აგებდნენ არჩევნებს. ახლა უკვე სახელმწიფოებრივი მიდგომაა, რაც პრეზიდენტმა ყაველაშვილმა გააკეთა, რომ როცა წინასაარჩევნო კამპანიაა და ვაიპოლიტიკოსებს პრეტენზია აქვთ, რომ მათ ვინმე დევნის – აი ბურთი და მოედანი, გამობრძანდი და თუ გაქვს შესაბამისი რესურსი გინდა არჩევნები მოიგე და გინდა შესაბამისი შედეგი დადე. რეალობა ის არის, რომ მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, არამხოლოდ ამომრჩეველთა სანდოობაზეა საუბარი, არამედ ელემენტარულად ნახევარზე მეტ ოლქში ფორმალურადაც ვერ მოძებნეს კანდიდატები რომ დაეყენებინათ. კანდიდატი ვერ მოძებნეს და მხარდაჭერებს როგორ მოძებნიან? ძალიან კარგი ჟესტია პრეზიდენტის მხრიდან – გამობრძანდით ბატონებო. ერთი მხრივ, აღსრულდა კანონი, რომ დაარღვიეს კანონი და სასამართლომ იმოქმედა და მეორე მხრივ, არ თქვან რომ ციხეში ვიყავით და როგორ მოვიგებდით არჩევნებსო – გამობრძანდით, ერთი თვეა დარჩენილი და თუ რაიმე რესურსი გაქვთ შედეგი დადეთ”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ მიხეილ ყაველაშვილმა აქციების დროს დაკავებული პატიმრები შეიწყალოს, მაჭარაშვილმა უპასუხა, რომ რაც მათ აქციების დროს ჩაიდინეს “კრიმინალია”.

“ვინ ახალგაზრდებზე საუბრობთ? მგონი ერთმანეთში ურევთ პოლიტიკურ პროცესებს და კრიმინალს. ეს ორი თემა აბსოლუტურად განსხვავდება.

კრიმინალის ხარისხსაც გააჩნია – ადამიანებს, რომლებსაც ცოცხლად დაწვის მცდელობა აქვთ, ქვებს ესვრიან, შეურაცხყოფას აყენებენ, შენობებს ანგრევენ და ა.შ – ეს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ წასვლაა, ჩვეულებრივი კრიმინალია. ეს ხალხი პოლიტიკურ პროცესში კი არ მონაწილეობდა და ამის გამო კი არ შეეწინააღმდეგა პოლიციელს და დაწვა უნდოდა, არამედ საუბარია იმაზე რომ ახსნა-განმარტების გარეშე პოლიციელებს ხან ქვებს ესროდნენ და ხან აზიანებდნენ”, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.

როგორც ყაველაშვილი განმარტავს, “მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება”.

გაზიარება
წინა პოსტი

” პრეზიდენტის გადაწყვეტილება ჰუმანური აქტია, მან შეიწყალა 2 დამნაშავე”- კალაძე

შემდეგი პოსტი

“გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან და დაუბრუნდით საერთო წინააღმდეგობის ბრძოლას…”- ელენე ხოშტარია

Discussion about this post

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'