TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

27 მუნიციპალიტეტში საერთოდ ვერ ახერხებენ კანდიდატის დაყენებას – ირაკლი კობახიძე

“ვნახეთ სახედაკარგული „ნაცი“ „ორკები“, რომლებიც გუშინ ატარებდნენ აქციას ” – ირაკლი კობახიძე

თავად მიიყვანეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა, 27 მუნიციპალიტეტში საერთოდ ვერ ახერხებენ კანდიდატის დაყენებას – სადაც დააყენეს, სჯობდა, იქაც არ დაეყენებინათ,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს შეარჩევდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს, ასეთი ოპოზიციის მდგომარეობა კი მმართველი გუნდისთვის “საქმეს აიოლებს“.

 

“თავად მიიყვანეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა, როდესაც 27 მუნიციპალიტეტში საერთოდ ვერ ახერხებენ კანდიდატის დაყენებას. ეს ნიშანია, რომ მდგომარეობა ძალიან მძიმეა. სადაც დააყენეს, სჯობდა, იქაც არ დაეყენებინათ. თბილისში, „ლელოს“ თანამშრომელია დაყენებული კანდიდატად. ეს ადამიანი დაკავებული იყო იმით, რომ ხაზარაძე ყოველ თვე აგზავნიდა ამ ადამიანს „ტვ პირველში“, სადაც პარკით ხელში მიჰქონდა 200 ათასი ლარი ტელევიზიაში. ასეთი საქმიანობით იყო დაკავებული.

 

თავის დროზე ამბობდნენ, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი უნდა შეერჩიათ, თუმცა ხედავთ, ესეც ვერ მოახერხეს. ასეთია ოპოზიციის მდგომარეობა, რაც ჩვენთვის კარგია, აიოლებს საქმეს“, – აღნიშნა პრემიერმა.

 

კობახიძე ასევე, გამოეხმაურა, ოპოზიციური პოლიტიკოსების განცხადებას, რომ უარი თქვას „ლელო-ძლიერმა საქართველომ“ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე.

 

„კარგია ასეთი არეულობა რადიკალური ოპოზიციის შიგნით. თქვენ ხედავთ, რომ არის ორი პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. არის ორი პარტია, რომელიც ამას ღალატად აცხადებს. თავის დროზე, ისინი იყვნენ ერთად შეკრული საერთო მიზნების გარშემო. ახლა მათ შორის არის ტაქტიკური განხეთქილებები. პირდაპირ მოღალატეებად გამოაცხადეს „ლელო“ და გახარია არჩევნებში მონაწილეობისთვის „ნაცმოძრაობისა“ და „ახალის“ წარმომადგენლებმა. რა თქმა უნდა, ეს პროცესები კარგია. კარგია იმისთვის, რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. ჩვენ, ამჯერად, მაქსიმალურად ორიენტირებულები ვართ არჩევნების სრულად მოგებაზე. ჩვენი მიზანია 64-ივე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. ჯერ არჩევნები არ ჩატარებულა, ისე მოვიგეთ უკვე, თუ არ ვცდები, 24 მერის არჩევნები, სადაც კონკურენტი უბრალოდ არ გვყავს. რა თქმა უნდა, ეს არჩევნები დასრულდება 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მიერ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებით. ჩვენ ერთად ვიზეიმებთ მეათე საიუბილეო გამარჯვებას“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
წინა პოსტი

„ელჭექი და სეტყვა…“ – ამინდი მკვეთრად იცვლება

შემდეგი პოსტი

6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Discussion about this post

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'