TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

მოვუწოდებთ ექიმებს, აფთიაქებს, ფსიქოტროპულ საშუალებებთან დაკავშირებით ფრთხილად იყვნენ ბოროტმოქმედებისგან – მიხეილ სარჯველაძე

მოვუწოდებთ ექიმებს, აფთიაქებს, ფსიქოტროპულ საშუალებებთან დაკავშირებით ფრთხილად იყვნენ ბოროტმოქმედებისგან – მიხეილ სარჯველაძე

xr:d:DAFwx9R5gq8:3,j:6672488326390013431,t:23100915

ფსიქოტროპული ნივთიერებების ბრუნვის მიმართულებით, მხოლოდ იმპორტიორები არ არიან საკითხთან დაკავშირებულ პირთა წრეში. არიან ექიმები, აფთიაქები. ამ კუთხით სერიოზული ნაკლოვანებებია – მოწოდება გვექნება ექიმების, აფთიაქების მიმართ, რომლებიც შესაძლოა გარკვეულ შემხებლობაში იმყოფებოდნენ სამკურნალო საშუალებებთან, რომ ფრთხილად იყვნენ ბოროტმოქმედებისგან – უმრავლეს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ცალკეულში ვერ გამოვრიცხავ ადგილი ჰქონდეს სისხლის სამართლებრივ დევნას,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, არავინ უნდა იყოს დაინტერესებული, რაც შეიძლება მაღალი იყოს იმ მედიკამენტების მოხმარება, რომელიც სინამდვილეში გამოიყენება არა სამკურნალო მიზნებით, არამედ ბოროტი დანიშნულებით.

„საკითხი ეხება ფსიქოტროპულ ნივთიერებას და ნარკოტიკული საშუალებების იმპორტის სფეროში კომერციული ინტერესის მაქსიმალურად შეზღუდვას. არ შეიძლება სისტემა იმგვარად იყოს ჩამოყალიბებული, სადაც კომერციული ინტერესი შესაძლოა წინააღმდეგობაში იქცეოდეს პაციენტის ინტერესთან, ჯანდაცვის ინტერესთან. ცალკეულ იმპორტიორებს ჰქონდათ დიდი კომერციული ინტერესი, რაც შეიძლება მეტი ყოფილიყო იმ მედიკამენტების მოხმარება, რომლის მეტი რეალიზაციის შემთხვევაში, მათი კომერციული ინტერესი მზარდი იქნებოდა. ვფიქრობ, მართებულია გადაწყვეტილება, სახელმწიფომ ჩაანაცვლოს ამ კატეგორიის მედიკამენტების იმპორტში კერძო კომპანიები. არავინ უნდა იყოს დაინტერესებული, რაც შეიძლება მაღალი იყოს იმ მედიკამენტების მოხმარება, რომელიც სინამდვილეში გამოიყენება არა სამკურნალო მიზნებით, არამედ ბოროტად.

ფსიქოტროპული ნივთიერებების ბრუნვის მიმართულებით, მხოლოდ იმპორტიორები არ არიან საკითხთან დაკავშირებულ პირთა წრეში. აქ არიან ექიმები, აფთიაქები. ამ კუთხით სერიოზული ნაკლოვანებებია. მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას, თუ როგორია პრაქტიკა, რა მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებია. მოწოდება გვექნება ექიმების, აფთიაქების, ადამიანების მიმართ, რომლებიც შესაძლოა გარკვეულ შემხებლობაში იმყოფებოდნენ ამ სამკურნალო საშუალებებთან, რომ თავი შეიკავონ, ფრთხილად იყვნენ ბოროტმოქმედებისგან, თავი შეიკავონ. შევეცდებით, მაქსიმალური იყოს გამოვლენა. ამას მოჰყვება რელევანტური სამართლებრივი პასუხისმგებლობები. უმრავლეს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ცალკეულში ვერ გამოვრიცხავ ადგილი ჰქონდეს სისხლის სამართლებრივ დევნას ცალკეულ სამართალდარღვევებზე“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძემ რეფორმის განხორციელების პროცესში გამოვლენილ მანკიერებებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფიქსირდებოდა ერთი და იგივე მომხმარებლის სხვადასხვა მიმწოდებელთან რეგისტრაცია, ასევე ნარკოტიკული საშუალებების გატანის მცდელობები.

„გვაქვს პრობლემები რომელიც უკავშირდება ნარკოტიკული საშუალებების გატანის მცდელობებს. იქ, სადაც ვამჩნევთ ასეთ გარემოებას, ბუნებრივია, სისტემა მზად გახლავთ, რაც შეიძლება მაქსიმალური წნეხი არსებობდეს ამ მიმართულებით. ამ გარემოების გამოვლენა ხორციელდება, მოწოდებული ვიქნებით რომ ასეთი ინციდენტები არ ფიქსირდებოდეს“, – აღნიშნა მინისტრმა.

გაზიარება
წინა პოსტი

თურქეთში, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შედეგად, ორი პოლიციელი დაიღუპა და 6 ადამიანი დაშავდა

შემდეგი პოსტი

2026 წელსაც 10%-ით გაიზრდება საჯარო მოსამსახურეთა ხელფასები – ირაკლი კობახიძე

Discussion about this post

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'