პარტია „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის ექვს ქალაქში მერობის კანდიდატები წარადგინა.
კანდიდატები წარდგენილია ზუგდიდში, ხობში, ხარაგაულში, სამტრედიაში, ხონსა და ჩოხატაურში.
ზუგდიდში „ლელო – ძლიერი საქართველოს“ მერობის კანდიდატი იქნება გიორგი თოდუა; ხობში – იური ბუკია; ხარაგაულში – ინგა მაღრაძე; სამტრედიაში – ბადრი ვაშაკიძე; ხონში – გელა ბობოხიძე, ხოლო ჩოხატაურში – ნუგზარ ჩხიკვაძე.
Discussion about this post