TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ქუთაისში პარტია “გახარია საქართველოსთვის” მერობის კანდიდატი პაატა ზაქარეიშვილი იქნება

ქუთაისში პარტია “გახარია საქართველოსთვის” მერობის კანდიდატი პაატა ზაქარეიშვილი იქნება

ქუთაისში პარტია “გახარია საქართველოსთვის” მერობის კანდიდატი კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი იქნება.

როგორც პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს შეთავაზება მოულოდნელი იყო.

„ჩემთან მოლაპარაკებები 9 აგვისტოდან დაიწყო. დავთანხმდი და ვარ ქუთაისში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი. გადაწყვეტილება მარტივად არ მიმიღია, რამდენიმე დღე ვიფიქრე, შემდეგ მქონდა კონსულტაციები, რამდენიმე ადამიანს შევხვდი, მოულოდნელი იყო შემოთავაზება. საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან მეორე დღიდან მოვუწოდებდი პოლიტიკურ პარტიებს, მომზადებულიყვნენ ადგილობრივი არჩევნებისთვის. ჩემი, როგორც მოქალაქის პრინციპული პოზიციაა, რომ ყველა არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, რადგან არჩევნები უნიკალური მოვლენაა, რომ ცვლილებებს შევუწყოთ ხელი“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

 

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ქუთაისში გახარია/ხაზარაძის მერობის კანდიდატად პაატა ზაქარეიშვილის დასახელებას გამოეხმაურა.

სიორიძის თქმით, ზაქარეიშვილი „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატია, თუმცა მას ქუთაისში „ლელო“ კონკურენტს არ დაუყენებს.

„ჩვენი მემორანდუმი გულისხმობს იმას, რომ სადაც არის პერსონალური არჩევნები, ვგულისხმობ მერობის და მაჟორიტარობის არჩევნებს, ჩვენ ერთმანეთს კონკურენტებს არ დავუყენებდით. ჩვენი კანდიდატი არ არის ზაქარეიშვილი, თუმცა როგორც მე ვიცი, გახარიას პარტიიდან ის არის მათი კანდიდატურა, თუმცა ჩვენ კანდიდატურა იქ არ დაგვიყენებია“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ქუთაისში “ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატია მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილია.

მერობის სურვილი ასევე გიორგი ამაღლობელს აქვს, რომელიც პარტია „საქართველოს“ წარმომადგენელია.

როგორც ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ გიორგი ამათლობელს დოკუმენტაცია არასრულყოფილად აქვს შევსებული და მას ხარვეზების გამოსასწორებლად დრო მიეცა.

საქართველოში ადგილობრივი არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდება. ოპოზიციის ნაწილი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.

გაზიარება
წინა პოსტი

ხონში, ხარაგაულსა და სამტრედიაში „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ მერობის კანდიდატები დაასახელა

შემდეგი პოსტი

მე ვთავაზობ ქუთაისს გარანტირებულ მერს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ იქნება კორუმპირებული – პაატა ზაქარეიშვილი

Discussion about this post

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'