TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ქრთამის შეთავაზება ისეთივე დასჯადია, როგორც ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა – კახა კალაძე ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე

“არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არ ვართ ადამიანები, ვინც სპეცრაზმით შეუვარდება ოჯახებს და გამოიყვანს” – კახა კალაძე

ქრთამის შეთავაზება ისეთივე დასჯადია, როგორც ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა – რა განსხვავებაა, ამას საჯაროდ ამბობ თუ ფარულად?! – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებას.

როგორც მან აღნიშნა, დანაშაული არის ის, როცა პოლიციელს კანონის წინააღმდეგ ნაბიჯების გადასადგმელად სთავაზობ ქრთამს.

„ქრთამის შეთავაზება ისეთივე დასჯადია, როგორც ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა. შესაბამისად, მის ამ ქმედებებში ჩანს დანაშაული, რაზეც შესაბამისმა უწყებებმა გააკეთეს განცხადება. ვიმეორებ, ქრთამის შეთავაზება ჩვეულებრივად არის დასჯადი. რა მნიშვნელობა აქვს საჯაროდ შესთავაზა თუ… ფარულად რომ ყოფილიყო ფარული ვიდეოჩანაწერი, სადაც ის ხვდება, პირობითად, სამართალდამცავს ან სამართალდამცავებს და გაეკეთებინა შეთავაზება, დაპირება ქრთამის მიცემაზე, რა განსხვავებაა ამ ყველაფერში? რა განსხვავებაა ამაში, ამას საჯაროდ ამბობ თუ ფარულად?! რა იყო ხაბეიშვილის მიზანი, მე ვერ წარმომიდგენია, არ ვიცი. არ მაქვს ამაზე ზუსტი ინფორმაცია. ალბათ, თვითონ გააკეთებს განმარტებებს, როცა მიეცემა საშუალება. რაც შეეხება კითხვას, ჩვენს საარჩევნო დაპირებასთან დაკავშირებით, რა შუაშია საარჩევნო დაპირება? კაცი დანაშაულს ჩადის და საარჩევნო დაპირება დანაშაულთან რა კავშირშია?! დანაშაული არის ის, როცა შენ ქრთამს სთავაზობ, ამ შემთხვევაში, პოლიციელებს, რომ მათ გადადგან ნაბიჯი კანონის წინააღმდეგ“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. უწყების ცნობით, ლევან ხაბეიშვილის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით და ის დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
წინა პოსტი

“ძლიერი საქართველო ლელო”-ს ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პარტიული საარჩევნო სია

შემდეგი პოსტი

პრომეთეს მღვიმე და სათაფლია ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიებია

Discussion about this post

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'