TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ევროკავშირი და გერმანია მხარს უჭერენ განვითარებასა და ცხოვრების ხარისხს საქართველოს რეგიონებში

ევროკავშირი და გერმანია მხარს უჭერენ განვითარებასა და ცხოვრების ხარისხს საქართველოს რეგიონებში

სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა და მუნიციპალიტეტების ადგილობრივი წარმომადგენლები ოთხწლიანი ინიციატივის “ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი” წარმატებით დასრულება აღინიშნა.  ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) მიერ განხორციელებულმა პროექტმა  საქართველოს ოთხ რეგიონში (გურია, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) გადამწყვეტი როლი ითამაშა რეგიონული განვითარების წინსვლაში, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაში.

ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ნიკოლას სენდროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, დენის ზერვასმა, გერმანიის საელჩოში ეკონომიკურ საკითხებსა და განვითარების სფეროში თანამშრომლობის წარმომადგენელმა, ანია ვალდრაფმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს წარმომადგენლობის პორტფოლიოს რეგიონულმა მენეჯერმა და ჰოვარდ ჰარდინგმა, CESL-ის პროექტის ხელმძღვანელმა.

ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერა, მიზნად ისახავდა, პროექტის სამიზნე რეგიონებისა და ადგილობრივი თემების ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობები გამოევლინა. პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ინიციატივებს შორის, აღსანიშნავია ბაღდათში პირველი თანამედროვე ღვინის ლაბორატორიის მოწყობა (500.000 ლარი), დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია (500.000 ლარი), კოლხეთის ეროვნულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (500.000 ლარი), ლენტეხის აგრობაზრის დაარსება (500.000 ლარი) და მდინარე რიონის გასწვრივ სამტრედიისა და ვანის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი ბორნის მშენებლობა (500.000 ლარი).

პროექტის ფარგლებში განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა ინფრასტრუქტურულმა ინიციატივებმა, რომლებიც ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდა, საფუძველი დაუდო რეგიონული  განვითარებისა და ინოვაციების დანერგვის გრძელვადიან პერსპექტივას საქართველოს ოთხ რეგიონში (გურია, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) და  ხელშესახებ წარმატების მაგალითს წარმოადგენს მდგრადი რეგიონულ განვითარების, ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების და ტურიზმისა და კულტურული ლანდშაფტის გააუმჯობესების კუთხით.

“მოხარული ვარ, რომ ვასრულებთ 7.5 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს “ეკონომიკური ცხოვრების კატალიზატორი PIRDP რეგიონებში”, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ. ბოლო სამ-ნახევრი წლის განმავლობაში, ამ ინიციატივამ მხარი დაუჭირა 160-ზე მეტ ბენეფიციარს, მუნიციპალიტეტებს, კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას და განახორციელა 33 პროექტი, ოთხ სამიზნე რეგიონში, გურიაში, იმერეთში, კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. ევროკავშირი მზადაა სამომავლოდაც იმუშაოს ადგილობრივ აქტორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა უზრუნველყოს საქართველოში რეგიონული განვითარების მდგრადობა და ინკლუზიურობა“. – განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა.

 

დენის ზერვასი, გერმანიის საელჩოს ეკონომიკურ საკითხებსა და განვითარების სფეროში თანამშრომლობის წარმომადგენელი:

„გერმანია სამი ათწლეულია, საქართველოს საიმედო პარტნიორია. ჩვენი პროექტი, „ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“, გერმანიისა და ევროკავშირის ძალისხმევით შეეცადა გაეუმჯობესებინა ქართველი ქალების, კაცებისა და ბავშვების ცხოვრების დონე. ქართველი მოქალაქეების აქტიურმა მონაწილეობამ დიდი როლი შეასრულა პროექტის წარმატებით განხორციელებაში, რაც გულისხმობს, რომ ერთობლივი ძალებით, ევროპელებმა და ქართველებმა შევქმენით სამუშაო შესაძლებლობები, გავაუმჯობესეთ ინფრასტრუქტურა რეგიონებში და ბევრი სხვა. ეს პროექტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რას შეგვიძლია მივაღწიოთ ერთობლივი მუშაობით.“   

“პროექტი CESL-ი იმითაა გამორჩეული, რომ ჩვენ მიერ ოთხ რეგიონში დაფინანსებული 33 პროექტი, ინფრასტრუქტურის მოწყობიდან დაწყებული კერძო სექტორის დახამრებით დასრულებული  მიზნად ისახავს მოქალაქეებისა და ადგილობრივი ეკონომიკისთვის სარგებლის მოტანას. საქართველოს მუნიციპალიტეტებმა მიიღეს ევროკავშირის ერთიანობის პოლიტიკის პრაქტიკის გამოცდილება. თითოეული პროექტი თემების გასაძლიერებლად, მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად და ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად შეიქმნა. CESL-ს უნიკალურს ხდიდა ჩვენი პრაქტიკული მიდგომა – იდეების მხარდაჭერა და მათი ხარისხიანად განხორციელება“, –  აღნიშნა GIZ-ის პროექტის ხელმძღვანელმა ჰოვარდ ჰარდინგმა.

ღონისძიების დასკვნითი ნაწილი მიეძღვნა გამოფენას, რომელზეც წარმოდგენილი იქნა პროექტის  ფარგებში დაფინანსებული  მეწარმეების  ადგილობრივი პროდუქცია ოთხი სამიზნე რეგიონიდან.  ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის მცირე საგრანტო კომპონენტის ფარგლებში, ჯამში 120 ადგილობრივი ინიციატივა დაფინანსდა ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის: აღჭურვილობის განახლება, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, აგროსასურსათო მრეწველობა, ტრადიციული ხელნაკეთობების წარმოება და სხვა. გამოფენაში  მონაწილეთა და წარმოდგენილი პროდუქტის მრავალფეროვნება,
ხაზს უსვამს  პარტნიორობის სიძლიერეს ინკლუზიური და რეგიონული განვითარების ხელშეწყობაში.

პროექტის დასკვით ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები და პროექტში ჩართული ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა  და სამიზნე მუნიციპალიტეტის წევრები.

 

 ევროკავშირის შესახებ

 30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/ka/evrokavshiri- sakartveloshi/

 

პროექტის შესახებ

ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 6.5 მილიონი ევროსა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დამატებითი 1 მილიონი ევროს დაფინანსებით, CESL პროგრამა GIZ-მა წარმატებით განახორციელა საქართველოს ოთხი რეგიონის  (გურია, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) 27 მუნიციპალიტეტში. პროგრამამ ხელი შეუწყო ადგილობრივ ხელისუფლებას, კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მჭიდრო პარტნიორობის გაძლიერებას, რაც პირდაპირ აისახა რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

გაზიარება
წინა პოსტი

“ხაბეიშვილი არის რუსული რეჟიმის მორიგი პოლიტიკური პატიმარი” – ირაკლი კუპრაძე

შემდეგი პოსტი

“ძლიერი საქართველო ლელო”-ს ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პარტიული საარჩევნო სია

Discussion about this post

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'