TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“დამხობა, გადატრიალება, ვიღაცის დაწვა და ჩამოხრჩობა, კანონით ისჯება” – კალაძე

“არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არ ვართ ადამიანები, ვინც სპეცრაზმით შეუვარდება ოჯახებს და გამოიყვანს” – კახა კალაძე

დამხობა, გადატრიალება, ვიღაცის დაწვა და ჩამოხრჩობა, ეს რა თქმა უნდა, კანონით ისჯება. თუ ვინმეს გონია, რომ ამ ტიპის ფაქტებს რეაგირება არ მოჰყვება, ძალიან ცდება, ძალიან ბევრ რამეზე გვაქვს ინფორმაცია, გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები, დაველოდოთ ყველაფერს, არცერთი ამ ტიპის დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისთვის ბრალის წარდგენას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ბრალთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადება არაფერ შუაშია, რადგან ლევან ხაბეიშვილმა პოლიციელების დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ქრთამი შესთავაზა.

„ამ ტიპის განცხადება ლევან ხაბეიშვილის მხრიდან ბევრჯერ მოვისმინეთ, ცხადია ეს მიზანმიმართულად კეთდებოდა, რომ საზოგადოება მიეჩვიათ აღნიშნულ თემაზე საუბრით. დამხობა, გადატრიალება, ვიღაცის დაწვა და ჩამოხრჩობა, ეს რა თქმა უნდა, კანონით ისჯება. თუ ვინმეს გონია, რომ ამ ტიპის ფაქტებს რეაგირება არ მოჰყვება, ძალიან ცდება, ძალიან ბევრ რამეზე გვაქვს ინფორმაცია, გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები, დაველოდოთ ყველაფერს, არცერთი ამ ტიპის დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე. ყველამ, ქვეყნის შიგნით არსებულმა აგენტებმა, ასევე ქვეყნის გარეთ [აგენტებმა], რომლებიც არ ისვენებენ და მუდმივი მცდელობა აქვთ, რომ საქართველოსა და ხალხის წინააღმდეგ გადადგან ნაბიჯები, რომ სახელმწიფოს გადატრიალება მოახდინონ, ხალხის დაპირისპირება და ა.შ. არავის არაფერი არ გამოუვა. ყველა ვისაც კონსტიტუციისა და კანონის წინააღმდეგ შეეცდება, რომ რაიმე უკანონობა ჩაიდინოს, ყველა დასჯილი იქნება და ამას რეაგირება მოჰყვება შესაბამისი უწყებების მხრიდან.

პოლიტიკური განცხადება არაფერ შუაშია. პირდაპირ ქრთამი შესთავაზა, რომელიც არის დასჯადი [ქმედება],როგორც ქრთამის მიმცემი – შემთავაზებელი, ისე ამღები. კანონი განსაზღვრავს ამას. მან მოწოდება გააკეთა და 200 000 ათასს სთავაზობდა პოლიციელებს თუ გუნდს, რომლებიც დანაშაულს ჩაიდენდნენ და კანონის წინააღმდეგ წავიდოდნენ. როდესაც, ლევან ხაბეიშვილი ინგა გრიგოლიასთან სტუმრად იყო [გადაცემაში] მან განაჩენი გამოუტანა – დაგიჭერენო. სისულელეებს ლაპარაკობდა და ინგა გრიგოლიაც კი მიხვდა და პირდაპირ უთხრა, რომ დანაშაულს სჩადიოდა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
წინა პოსტი

ლევან ხაბეიშვილი პოლიციის თანამშრომლებს ჰპირდებოდა ქრთამს – ასევე, 2025 წლის ივნისიდან, მოქალაქეებს მოუწოდებდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ – პროკურატურა

შემდეგი პოსტი

„ქართულმა ოცნების“ ქუთაისის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და საარჩევნო სია

Discussion about this post

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'