TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს კაცს, რომელიც 14 წლის წინ შვილს აუპატიურებდა – საფარი

უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს კაცს, რომელიც 14 წლის წინ შვილს აუპატიურებდა – საფარი

ორგანიზაცია „საფარის“ განცხადებით, უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს კაცს, რომელიც 14 წლის წინ არასრულწლოვან შვილს აუპატიურებდა.

კერძოდ, „საფარი” ამბობს, რომ მათ დაუკავშირდა ქალი, რომელზეც, 14 წლის წინ, როდესაც ის არასრულწლოვანი იყო, მამა სექსუალურად ძალადობდა. ადგილი ჰქონდა გაუპატიურების რამდენიმე მძიმე შემთხვევას.

ორგანიზაციის განცხადებით, საქმეში „საფარის” იურისტი მარი ვარამაშვილი ჩაერთო. მან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ გაუპატიურების შემთხვევები 14 წლის წინ მოხდა, რაც გამოძიებისთვის სირთულეს წარმოადგენს, ადვოკატ მარი ვარამაშვილის მოთხოვნით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ იქნა მტკიცებულება, რომელიც პედოფილისთვის ბრალის წარდგენის შესაძლებლობას იძლეოდა.

„საფარის“ ცნობით, საგამოძიებო ორგანოებთან კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად, პედოფილი მამა 2024 წლის 29 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი საკუთარი არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურების ფაქტზე წარედგინა, ხოლო 31 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ორგანიზაციის თანახმად, 2025 წლის 12 სექტემბერს მოსამართლემ რომან ხორავამ პედოფილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გაზიარება
წინა პოსტი

15 სექტემბრიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცვლილება მოხდება

შემდეგი პოსტი

რას ნიშნავს, როცა სიზმარში ჩხუბი გვესიზმრება

Discussion about this post

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'