TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“ქვეყანაში დამყარებულია რუსული ტიპის დიქტატურა” – თინა ბოკუჩავა ელენე ხოშტარიას დაკავებაზე

“ქვეყანაში დამყარებულია რუსული ტიპის დიქტატურა” – თინა ბოკუჩავა ელენე ხოშტარიას დაკავებაზე

ქვეყანაში დამყარებულია რუსული ტიპის დიქტატურა, რომელიც არავის ინდობს, – ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას დაკავება. როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, ეს უტყუარად არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამის დასტური.

„ქვეყანაში დიქტატურაა, ეს აღარ არის უკვე ავტორიტარიზმისკენ სვლა. ქვეყანაში დამყარებულია რუსული ტიპის დიქტატურა, რომელიც არავის ინდობს, არც ქალს, არც კაცს, არც თავისიანს, არც ოპონენტებს, აბსოლუტურად ყველას დაერია ბიძინა ივანიშვილი. ეს ნამდვილად, უტყუარად არის მისი ბოლო ჟამის დასტური, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რას ვაკეთებთ ახლა ჩვენ. ელენე ყოველთვის იყო გამორჩეულად მებრძოლი, მართალი, უშიშარი პოლიტიკოსი, აქტივისტი ქალი“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, სწორედ ეს აშინებს ახლა რეჟიმს.

„არ ვიცი რამდენი ხნით დააკავებენ ელენეს და რას გადაწყვეტს წარმოუდგენელ პარანოიაში მყოფი ბოლო ჟამის დიქტატორი ბიძინა ივანიშვილის სახით, მაგრამ რამდენი ხანიც არ უნდა დატოვონ ელენე ხოშტარია, ყოველთვის იქნება გარეთ შემდეგი, რომელიც აწევს ბრძოლის დროშას. შემდეგი რომ ვიყო მე და მე დამაკავონ, აუცილებლად იქნება ჩემს შემდეგ, იმის შემდეგ და ასე უსასრულოდ, გამარჯვებამდე, ეს ვერ შეიგნო ივანიშვილის რუს -„ქოცურმა“ რეჟიმმა, ეს ვერ შეიგნეს მოღალატეებმა იმიტომ, რომ მათ არაფერი გააჩნიათ წმინდა და ძვირფასი“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავეს. სამართალდამცავებმა ხოშტარია მის სახლთან აიყვანეს. დაკავების მიზეზი სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის ბანერის დაზიანებაა, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა. გამოძიება, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.

გაზიარება
წინა პოსტი

“ელენეს მიმართ აღძრული საქმე არის სიგიჟე, არავითარ სამართლებრივ ახსნას არ ექვემდებარება ” – გიგა ლემონჯავა

შემდეგი პოსტი

შსს ელენე ხოშტარიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Discussion about this post

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'