TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ქუთაისის ცენტრალური არქივი 100 წლისაა

ქუთაისის ცენტრალური არქივი 100 წლისაა

ქუთაისის ცენტრალური არქივის შექმნიდან 100 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიება ქუთაისის ცენტრალური არქივის შენობაში გაიმართა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სისტემაში შემავალი ქუთაისის ცენტრალური არქივი 1925 წელს დაარსდა. აქ დაცულია XVII-XXI საუკუნეების დოკუმენტები, რომლებიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობასა და იქ მოღვაწე გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს. არქივის ფონდებში დაცულია იმერეთის მეფეების გაცემული ისტორიული საბუთები, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტების წყალობის წიგნები, მოსახლეობის აღწერის მასალები; ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, კონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძის, გალაკტიონ ტაბიძის, გაბრიელ ქიქოძისა და სხვათა ავტოგრაფები. ქუთაისის, ბათუმის, ფოთის – გეგმები, სხვადასხვა ისტორიული შენობის პროექტები.

საიუბილეო ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მერის
მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

საიუბილეოდ მომზადდა გამოფენა და გამოიცა წიგნი, რომელიც ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ მრავალფეროვან და საინტერესო საარქივო მასალას წარმოაჩენს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან ქუთაისის ცენტრალურ არქივს ახალი შენობა აქვს. თანამედროვე სტანდარტების საცავებში ინახება ქუთაისის, წყალტუბოს, სამტრედის, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, ხონის, ვანის, ბაღდათის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის საარქივო საქმეები. სულ დაცულია 4334 ფონდის 905 432 შესანახი ერთეული

გაზიარება
წინა პოსტი

რას წერენ ხვიჩას ტრავმაზე საფრანგეთში

შემდეგი პოსტი

ბახმაროში მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა – დაშავებულია 15 ადამიანი

Discussion about this post

ნოემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« ოქტ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'