TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

საქართველო არ არის დაბალი ღობე, ამიტომ ევროკავშირის ელჩმა და სხვა საელჩოებმა თუ პოლიტიკოსებმა თავი დაანებონ ქართველი ხალხისთვის ზემოდან ყურებას – შალვა პაპუაშვილი

ბრიუსელი ჟონავს – ვნახეთ, რომ დოკუმენტი, რომელიც გაგზავნილი იყო ოფიციალურად, რატომღაც აღმოჩნდა პროპაგანდისტული მედიის ხელში – შალვა პაპუაშვილი

საქართველო არ არის დაბალი ღობე არავისთვის, მათ შორის, არც ევროკავშირისთვის, ამიტომ როგორც ევროკავშირის ელჩმა, ისე სხვა საელჩოებმა, ორგანიზაციებმა თუ პოლიტიკოსებმა თავი უნდა დაანებონ ქართველი ხალხისთვის ზემოდან ყურებას – დემოკრატია ჩვენ არ გვესწავლება ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ელჩმა პასუხი უნდა გასცეს ძალიან მარტივ შეკითხვას, გააგრძელებს თუ არა ევროკავშირის მოქალაქეების ფულით იმ ადამიანის დაფინანსებას, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკური მკვლელობისკენ და ქილიკობს ადამიანის სიკვდილზე.

„ჩვენ რაც ვნახეთ, არის შემდეგი: გაირკვა, რომ ევროკავშირის მოქალაქეების ფულით ფინანსდება ადამიანი, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკური მკვლელობისკენ და ცინიკურად და ქილიკით საუბრობს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეული პოლიტიკოსის ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეულ პარალელსაც ვხედავთ იმასთან, რაც დღეს ამერიკაში ხდება ლიბერალების მხრიდან, როდესაც ქილიკობენ ადამიანის სიკვდილზე და ზუსტად იგივე მორალის, იგივე სახის მქონე ადამიანებთან გვაქვს, სამწუხაროდ, საქართველოში საუბარი და ფაქტია, რომ ეს ადამიანი ფინანსდება ევროკავშირის მოქალაქეების ფულით. ეს ყველაფერი შეიძლება ევროკავშირის ელჩმა არ იცოდა, რომ ის აფინანსებს ადამიანს, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკური მკვლელობისკენ და ქილიკობს ადამიანების გარდაცვალებით, მაგრამ ხომ გაიგო უკვე რამდენიმე დღეა და იმ განცხადებებზე, ალბათ, უარესია ის დუმილი, რომელსაც ჩვენ პაველ ჰერჩინსკისგან ვხედავთ. ეს არის სწორედ ის პრობლემა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ერთი მხრივ, როდესაც კარგი საქმეები კეთდება მათი დაფინანსებით, ამით თავს იწონებენ, ფოტოებს იღებენ, მაგრამ როდესაც ირკვევა, რომ მათი დაფინანსებული ადამიანები პოლიტიკური მკვლელობისკენ მოუწოდებენ და ქილიკობენ ადამიანის გარდაცვალებაზე, იქ ჩუმდებიან და ემალებიან ქართულ საზოგადოებას. ამიტომ, ჩემი სურვილი იქნება, რომ ნაცვლად იმისა, რომ პაველ ჰერჩინსკი დაემალოს ქართველ ხალხს, უპასუხოს ამ კითხვებს და კითხვა არის მარტივი, აპირებს თუ არა ის, გააგრძელოს იმ ადამიანის დაფინანსება ევროკავშირის მოქალაქეების ფულით, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკური მკვლელობისკენ და ქილიკობს ადამიანის სიკვდილზე.

საქართველო არ არის დაბალი ღობე არავისთვის, მათ შორის, არც ევროკავშირისთვის, ქართველ ხალხს თუკი რაიმე აღიზიანებს თავისი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, აღიზიანებს, როდესაც მას უყურებენ ზემოდან. ამიტომ, როგორც ევროკავშირის ელჩმა, ისე სხვა საელჩოებმა, ორგანიზაციებმა თუ პოლიტიკოსებმა თავი უნდა დაანებონ ქართველი ხალხისთვის ზემოდან ყურებას. დაბალი ღობე აქ არავინ არ არის, დემოკრატია ჩვენ არ გვესწავლება ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან, სადაც ყველა რეიტინგებით საქართველო მათ უსწრებს სხვადასხვა მიმართულებით და არ გვესწავლება კანონის უზენაესობა. ამიტომ იმოქმედონ ქართველი ხალხის კანონმდებლობის შესაბამისად,“- განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება
წინა პოსტი

„ქრთამს იღებდა ძროხის ე.წ. საყურე ნიშნების სანაცვლოდ“ – სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

შემდეგი პოსტი

რუსთავში დაკარგული ბიჭის სამძებრო სამუშაოები მტკვარში მიმდინარეობს

Discussion about this post

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'