TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ 2026-2029 წლებში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გამართა.

კახა კალაძესთან ერთად, საზოგადოებას სამომავლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ მიაწოდა.

როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტისთვის, როგორც გასულ წლებში, ასევე მომდევნო წლებშიც მნიშვნელოვანია ჯანდაცვის ახალი პროგრამები, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების გაფართოება, მიმდინარე პროგრამების გაგრძელება და რაიონული გამგეობების პროგრამები.

„დღეს დედაქალაქში ძალიან ბევრი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამა მოქმედებს, რაზეც მუდმივ მონიტორინგს ვახორციელებთ. ვცდილობთ, რომ სერვისი გავაუმჯობესოთ და უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასევე, ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ბაზარს და პროცესებს, სადაც ყველაზე მეტად დგას სხვადასხვა სერვისის საჭიროება. შესაბამისად, ჩვენ შევიმუშავეთ ჯანდაცვის სამი ახალი პროგრამა.

პირველია „ადრეულ ეტაპზე კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევების დაფინანსების” პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ყველა ძვირადღირებული კვლევა დაფინანსდება – გენეტიკური კვლევები, პეტ კვლევა, მაგნიტორეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით. შედეგად, შესაძლებელი იქნება ადრეულ ეტაპზე მოხდეს ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზის დასმა და იმ ხარჯების შემცირება, რაც უკვე შემდგომ დაავადების მკურნალობაზეა გამოყოფილი. ამით კიდევ ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ. აღნიშნული პროგრამით ყოველწლიურად, მინიმუმ, 10 000 მოქალაქე ისარგებლებს“, – აღნიშნა მერის მოადგილემ.

მისივე თქმით, საკმაოდ მაღალია მოთხოვნა ფარისებრი ჯირკვლის რადიოიოდოთერაპიაზე და მუნიციპალიტეტი მომდევნო წლებში შესაბამის პროგრამას აამოქმედებს. პროგრამა მკურნალობის 95%-იან ეფექტიანობას იძლევა, დაფინანსება კი 100%-იანი იქნება.

„რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროგრამას, რომელსაც დავიწყებთ, ეს არის „ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსება“. მოგეხსენებათ, ფილტვის კიბო არის ნომერ პირველი პირველი ონკოლოგიური დაავადება სიკვდილიანობის კუთხით. მისი ნაადრევი გამოვლინება მნიშვნელოვანია. პროგრამის ფარგლებში კიბოსწინარე პათოლოგიებისა და კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოსავლენად კვლევები 100%-ით დაფინანსდება და სერვით სარგებლობას წელიწადში, მინიმუმ, 10 000 მოქალაქე შეძლებს“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

გაზიარება
წინა პოსტი

Tik-Tok-მა წესებში ცვლილებები შეიტანა

შემდეგი პოსტი

რომელ რიცხვში დაბადებული ადამიანები იღებენ თვალს უმეტესად – ნუმეროლოგის განმარტება

Discussion about this post

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'