TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

უკანონო ტყითსარგებლობის გარდა მოქალაქეს დაუმორჩილებლობის მუხლიც დაემატა

უკანონო ტყითსარგებლობის გარდა მოქალაქეს დაუმორჩილებლობის მუხლიც დაემატა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარასა და
გურიაში სამართალდარღვევები გამოავლინეს.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების მიმდებარედ, მოქალაქეს
წიწვოვანი სახეობის 14 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) ავტომობილით გადაჰქონდა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში სახერხი საამქროს ტექნიკური
რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოვლინდა; მოქალაქეს, რეგისტრირებული სახერხი
საამქროს ტერიტორიაზე, უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის 7 ერთეული
მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 5,68 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების
პროდუქტი (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული. სამართალდამრღვევმა დეპარტამენტის
თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რის გამოც მის მიმართ ოქმი
დაუმორჩილებლობის შესაბამისი მუხლითაც შედგა.
ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები
შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-
საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო
ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების
პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ
შეტყობინებაზე.

Tags: აჭარაგურიატყითსარგებლობაუკანონო
გაზიარება
წინა პოსტი

GCCA-მა „მეამას“ მიერ მომხმარებლის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა

შემდეგი პოსტი

დაკავებულია შპს “ფინის” დირექტორი-თანხა ქვეყანაში მანქანაში მოწყობილი სამალავებით შემოჰქონდათ

Discussion about this post

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'