დაკავებულია შპს “ფინის” დირექტორი კახა კოტორაშვილი.
49 წლის მამაკაცს, 2022-24 წლებში, უპრეცედენტო მასშტაბის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებენ.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფარქვეშ, ფულის გათეთრების უკანონო ქსელი შექმნა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს დიდი რაოდენობის თანხა ქვეყანაში მანქანაში მოწყობილი სამალავებით შემოჰქონდათ.
ამავე საქმეზე განცხადება გაავრცელა ეროვნულმა ბანკმა-თქვეს, რომ შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობდნენ და საგამოძიებო პროცესშიც ჩართულები არიან.
Discussion about this post