TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

რა წესები ამოქმედდა ქუთაისის აეროპორტში მგზავრებისთვის – ნახეთ, დეტალები

რა წესები ამოქმედდა ქუთაისის აეროპორტში მგზავრებისთვის – ნახეთ, დეტალები

ქუთაისის აეროპორტში საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლება, 18 წამში პასპორტებითა და პირადობის მოწმობებით შემოვიდეს საზღვარზე, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურულ პროექტები დაათვალიერა. მთავრობის მეთაურს დაგეგმილ პროექტებზე დეტალური ინფორმაცია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ იოსელიანმა და გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა მიაწოდეს.

„ვაჩვენეთ ის მასშტაბი, რაც ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმართულებით ჩვენს აეროპორტში მიმდინარეობს. ვაშენებთ ახალ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომელიც იქნება F კატეგორიის ტიპის ხომალდებისთვის. შესაბამისად, ეს იქნება პირველად საქართველოში, როდესაც შეგვეძლება, შეზღუდვების გარეშე მივიღოთ მსგავსი ტიპის ბორტები“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მისი თქმით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის სამუშაოები 2024 წელს დაიწყო და  მათი დასრულდება 2026 წლის ზაფხულში იგეგმება.

„მნიშვნელოვანია ის, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არის მგზავრებზე ორიენტირებული და, შესაბამისად, ჩვენს მგზავრებს ვთავაზობთ ელექტრონულ სერვისებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოფრენის დარბაზში დავნერგეთ ახალი ელექტრონული გეითები, რაც გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის რიგში მოცდის პერიოდი 40 წამიდან 18 წამამდე შევამცირეთ. საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლება, 18 წამში პასპორტებითა და პირადობის მოწმობებით შემოვიდნენ საზღვარზე. მნიშვნელოვანია ასევე self-check-ინისა და ბარგის უკონტაქტოდ ჩაბარების სერვისები, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დავნერგეთ. ასევე, ხაზგასასმელია საავიაციო უსაფრთხოების მიმართულებით დასრულებული პროექტი, რომელიც გულისხმობს ახალი სკანერების დაყენებას, რამაც ყველანაირად შეამცირა საფრთხის შემცველი ნივთიერების შეტანა სტერილურ ზონაში“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა და საჰაერო ხომალდების მომსახურების გაუმჯობესებას მიზნით მაღალ ტექნოლოგიებსა და თანამედროვე სერვისებზე ორიენტირებული მომსახურების დანერგვას მომავალშიც განაგრძობს.

გაზიარება
წინა პოსტი

პრემიერი  ფულის გათეთრების საქმეზე-საინტერესოა, ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული

შემდეგი პოსტი

,,დღის ბოლოდან მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა”- გარემოს ეროვნული სააგენტო

Discussion about this post

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'