TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

” საქართველოში ცვლილებების ორი სცენარი არსებობს: არჩევნები და საპროტესტო აქციები” – სალომე ზურაბიშვილი

რეჟიმი ავითარებს კლასიკურ რუსულ სცენარს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოში ცვლილებების ორი სცენარი არსებობს: არჩევნები და საპროტესტო აქციები, სანამ არჩევნებამდე მიაღწევ, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Foreign Policy-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რა არის საქართველოში ცვლილებების მიღწევის ყველაზე სავარაუდო სცენარი, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ორი სცენარი არსებობს.

„მხოლოდ ორი სცენარი არსებობს, რომლებიც ჩვენ ვიცით: არჩევნები და საპროტესტო აქციები, სანამ არჩევნებამდე მიაღწევ. კიდევ ერთ ალტერნატივას რაიმე ფორმით ამბოხება წარმოადენს, თუმცა ეს საქართველოს ტრადიციების ნაწილი არ არის. მაგრამ, გარკვეული სახის წინააღმდეგობა უნდა იყოს და წინააღმდეგობა გარედან უკეთ მხარდაჭერილი უნდა იყოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, „პარტნიორებმა უკეთ უნდა გაიგონ ის, თუ რა ხდება საქართველოში“.

„ჩვენ რუსეთს ვებრძვით, რომელიც საქართველოს ჰიბრიდული საშუალებებით და რბილი ძალის მეშვეობით ებრძვის. ვფიქრობ, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები უნდა ღელავდნენ იმ ფაქტის გამო, რომ რუსეთი ცდის, თუ რისი მიღწევა შეუძლია რბილი ძალის მეშვეობით“, – აღნიშნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

კითხვაზე, რა სურს, რომ აშშ-მა გააკეთოს, სალომე ზურაბიშვილის თქმით, „პრობლემა ის არის, რომ ძალიან დაგვიანდა“.

„ბაიდენის ადმინისტრაცია სანქციების შესახებ საუბრობდა, ერთგვარად ხალხი ამას მიაჩვია, თუმცა ბოლო დღემდე არ იმოქმედა. საქართველოში სანქციები მუშაობს, რადგან ეს პატარა ქვეყანაა და ყველა ყველას იცნობს. სანქციები მეორე დონეზე მუშაობს, გარკვეულწილად, შეიძლება პირველ დონესაც შეეხოს, არა? ეს ბიძინა ივანიშვილზე არ იმუშავებს. სანქციები არ შეიძლება მხოლოდ ერთი საშუალება იყოს, თანაც თუ ამის შესახებ საუბრობ, მაშინ უნდა გამოიყენო კიდეც, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცარიელი მუქარა ხდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე, მისი თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებების ნაკლებობაა.

„განცხადებების ნაკლებობაა, რომელშიც ნათქვამი იქნება, რომ ეს მიუღებელია. ეს არის ხელისუფლება, რომელიც რუსეთისკენ მიდის. საქართველოს არასტაბილურობა და რუსეთის სფეროში დაბრუნება, ნიშნავს იმას, რომ ეს აზერბაიჯანს, სომხეთს, სატრანზიტო ზონებს და ზოგადად, კავკასიის როლს საფრთხეს უქმნის. კონგრესმენებისთვის ჩემი გზავნილია, რომ საქართველოს ყურადღება სჭირდება, რადგან რეგიონში ამერიკის ინტერესები სასწორზე დევს. ამერიკა და ევროპა საქართველოს რუსეთს უთმობენ, ისე რომ რაიმეს გაკეთებასაც კი არ ცდილობენ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
წინა პოსტი

ავარია თბილისში აეროპორტის გზაზე

შემდეგი პოსტი

„მშვიდობიანი დამხობისკენ“ მოწოდება არის კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რაც კანონით ისჯება – ნინო წილოსანი

Discussion about this post

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'