TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ბრიუსელის აეროპორტმა, კიბერთავდასხმის გამო, ავიაკომპანიებს დღეს დაგეგმილი რეისების ნახევრის გაუქმება მოსთხოვა

ბრიუსელის აეროპორტმა, კიბერთავდასხმის გამო, ავიაკომპანიებს დღეს დაგეგმილი რეისების ნახევრის გაუქმება მოსთხოვა

ბრიუსელის აეროპორტმა, კიბერთავდასხმის შედეგად შექმნილი პრობლემების გამო, ავიაკომპანიებს დღეს დაგეგმილი რეისების ნახევრის გაუქმება მოსთხოვა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რეგისტრაციისა და ჩასხდომის სისტემების პროვაიდერმა Collins Aerospace-მა, რომელზედაც კიბერშეტევა განხორციელდა, დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მუშაობს დაზარალებულ აეროპორტებთან და სრული ფუნქციონირების აღსადგენად საჭირო განახლებების დასრულების საბოლოო ეტაპზეა.

ბრიუსელის აეროპორტის წარმომადგენელის მტკიცებით, Collins Aerospace-ს ჯერ არ მიუწოდებია სრული ფუნქციონირების აღსადგენად საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხო, განახლებული ვერსია, რის გამოც აეროპორტმა ორშაბათს რეისების გაუქმება მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ ბრიუსელის აეროპორტმა კვირას დაგეგმილი 257 რეისიდან 50 გააუქმა, შაბათს კი – 234 გამავალი რეისიდან 25.

ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტმა კვირას განაცხადა, რომ გარკვეული პრობლემები კვლავ არსებობდა.

ჰითროუს აეროპორტმა კვირას დილით განაცხადა, რომ რეგისტრაციის სისტემის შეფერხების შემდეგ სამუშაოების აღდგენა გრძელდება და რომ „რეისების დიდი უმრავლესობა სრულდება“.

ავიაციის მონაცემთა პროვაიდერის, Cirium-ის ანალიზის თანახმად, ჰითროუს აეროპორტში შეფერხებების მაჩვენებელი დაბალი იყო, ბერლინში – ზომიერი, ხოლო ბრიუსელში მნიშვნელოვანი შეფერხებები არსებობდა.

ცნობისთვის, პარასკევს, ჰაკერებმა RTX-ის (RTX.N) საკუთრებაში არსებული რეგისტრაციისა და ჩასხდომის სისტემების პროვაიდერი Collins Aerospace-ზე თავდასხმა განახორციელეს, რამაც ლონდონის ჰითროუს, ბერლინის აეროპორტსა და ბრიუსელის აეროპორტში ოპერაციები შეაფერხა.

გაზიარება
წინა პოსტი

“ავტორიტარული რეჟიმები თავისუფალი მოქალაქეების შიშით საკუთარ თავს ყოველთვის ამხელენ” – სალომე ზურაბიშვილი ნიკა ნარსიას დაკავებაზე

შემდეგი პოსტი

„როგორ უეცრად გაგვიფრინდი…“ – სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება

Discussion about this post

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'