TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

უცხოპლანეტელები შეიძლება ჩვენს რადიოკომუნიკაციას აყურადებდნენ – NASA

უცხოპლანეტელები შეიძლება ჩვენს რადიოკომუნიკაციას აყურადებდნენ – NASA

უცხოპლანეტური ცივილიზაციები შეიძლება ჩვენს რადიოკომუნიკაციას აყურადებდნენ ჩვენივე კოსმოსური აპარატების მეშვეობით. მეტიც, შესაძლოა, ისინი ამავე გზით ვიპოვოთ. ყოველ შემთხვევაში, ამას გვეუბნება ახალი კვლევა, რომელიც პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის ერთობლივი მუშაობით ჩატარდა.

იმისათვის, რომ, მაგალითად, მარსმავალს მიმართულება შევაცვლევინოთ, მეცნიერებს მძლავრი სიგნალების გაგზავნა უწევთ მეზობელი პლანეტებისკენ. ცხადია, სამიზნე მისკენ მიმართულ ყველა რადიოტალღას ვერ იჭერს. შესაბამისად, სიგნალების ნაწილი კოსმოსში ვრცელდება, შეიძლება უსასრულოდაც.

კვლევის მიხედვით, ნებისმიერი რამ, რაც ამ რადიოტალღებს გზად შეხვდება, იდეალურ პოზიციაში აღმოჩნდება ჩვენი სიგნალების დასაფიქსირებლად.

„ბოლო 20 წლის მონაცემებზე დაყრდნობით აღმოვაჩინეთ, რომ, თუ უცხოპლანეტური ინტელექტი ისეთ ლოკაციაზე იქნებოდა, საიდანაც ერთ ხაზზე განლაგებული დედამიწისა და მარსის დაკვირვება იქნებოდა შესაძლებელი, 77%-იანი შანსია, რომ ჩვენს ერთ ტრანსლაციას მაინც შეხვდებოდნენ გზად. ეს შემთხვევით ადგილას შემთხვევით დროს ყოფნასთან შედარებით ბევრად უფრო სავარაუდოა”, – აცხადებს პინჩენ ფანი, პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომი.

მკვლევრებმა NASA-ს ღრმა კოსმოსური ქსელის (DSN) ჩანაწერები გააანალიზეს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში დაგროვდა. DSN იმ კოსმოსურ ხომალდებთან კომუნიკაციისთვის გამოიყენება, რომლებიც დედამიწისა და მთვარის სისტემის მიღმაა გასული. ჩვენი მზის სისტემის პლანეტები ერთ სიბრტყეში ბრუნავს; შესაბამისად, თუ უცხოპლანეტელები სიბრტყის კიდის პარალელურ ადგილას იქნებოდნენ, ჩვენი სიგნალების დასაფიქსირებლად საუკეთესო შანსი ექნებოდათ – განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩვენგან 23 სინათლის წლის ფარგლებში იქნებოდნენ.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ შეგვიძლია ეს ყველაფერი პირიქით გამოვიყენოთ უცხოპლანეტელების საძებნად. დავუშვათ, სხვა გონიერი ცივილიზაციებიც ცდილობენ მეზობელი პლანეტების კვლევას; რადიოსიგნალების დაჭერის საუკეთესო შანსი გვექნება, თუ ახლო სისტემებს მოვძებნით, სადაც ჩვენი ხედვის კუთხიდან ორი პლანეტა იქნება ერთმანეთის გასწვრივ.

„მეორე მხრივ, სულ ბოლო ათწლეულებია დავიწყეთ ეგზოპლანეტების აღმოჩენა, ამიტომ ბევრი სისტემა არ ვიცით, რომლებსაც ორი ან მეტი გადამკვეთი პლანეტა ექნება”, – აცხადებს ფანი – “NASA-ს ნენსი გრეის რომანის კოსმოსური ტელესკოპის გაშვება ახლოვდება და ასიათასობით უცნობი ეგზოპლანეტის აღმოჩენას ველით, ამიტომ ძიების არეალი მნიშვნელოვნად გაიზრდება”.

გაზიარება
წინა პოსტი

სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება

შემდეგი პოსტი

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

Discussion about this post

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'