ჟურნალისტი დავით ჭაბაშვილი ტურისტის სავარაუდო გაუპატიურებასთან დაკავშირებით წერს: ,,ტურისტის გაუპატიურების ამბავზე, ასევე უნდა ითქვას, რომ ჩამოსული ტურისტები, ძალიან ხშირად, ტყუილს ამბობენ, თითქოს და ის გააუპატიურეს, ან მცდელობა ჰქონდათ მისი გაუპატიურების, იბრძვიან, რომ დაზარალებულის სტატუსი მიიღონ და შემდეგ, მის ქვეყანაში, დაზღვევით, ძალიან მსუყე თანხა მიიღოს, ყოფილა ასეთი შემთხვევები, თან ძალიან ბევრი!!” . შემთხვევა კახეთში მოხდა.
გაავრცელდა ინფორმაცია, რომ ტურისტის გაუპატიურების ბრალდებით, ლაგოდეხში 50 წლის (ტაქსის მძღოლი) მამაკაცი დააკავეს.
Ambebi.ge-ს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძღოლის დაკავება არ დაადასტურა და განმარტა, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. სავარაუდო დაზარალებული მამაკაცია. ამჟამად მიმდინარეობს ექსპერტიზა, რათა მომხდარის დეტალები დადგინდეს.
Discussion about this post