დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ აცხადებს რომ, დღეს დილით ლოტკინზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ადამიანის მდგომარეობა სერიოზულია და ის, ამ დროისთვის, რეანიმაციაში იმყოფება.
მისი თქმით, დაშავებულს სხეულის 48% აქვს დამწვარი.
„დამწვრობა აქვს 48%. ეს არის სახე, ზემო კიდურები, გულ-მკერდი და ზურგის ნაწილი. აქვს სასუნთქის გზების დაზიანება. მოთავსებულია რეანიმაციაში. სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად აქვს მიღებული დაზიანებები. მდგომარეობა არის სერიოზული“ — თქვა ქაშიბაძემ
წუხელ თბილისში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო, აფეთქება მოხდა. არსებული ცნობით, აფეთქდა 2 კომერციული ფართი და 1 საცხოვრებელი ბინა.
Discussion about this post