TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

იმერეთში უკანონო ნადირობის 48 ფაქტი დაფიქსირდა

იმერეთში უკანონო ნადირობის 48 ფაქტი დაფიქსირდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში, უკანონო ნადირობის 414 ფაქტი გამოავლინეს.

უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 147 ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში. 48 სამართალდარღვევაა გამოვლენილი იმერეთში, 44 – გურიაში, 40-40 – აჭარასა და ქვემო ქართლში, 36 – შიდა ქართლში, 29 – მცხეთა-მთიანეთში, 18 – სამცხე-ჯავახეთში, 8 – კახეთში, 2 ფაქტი კი დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.

სამართალდარღვევა გამოვლენილია დედაქალაქშიც – 2025 წლის 23 აგვისტოდან 23 სექტემბრის ჩათვლით, თბილისში უკანონო ნადირობის 2 ფაქტია აღკვეთილი.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 363 აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტებია. 26 შემთხვევაში სამართალდამრღვევები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობდნენ, 20 შემთხვევაში მათ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი არ ჰქონდათ გადახდილი, 5 კი, ნადირობის წესების დარღვევის ფაქტია.

დაფიქსირდა უკანონო საშუალებით – ხელნაკეთი ხმოვანი მოწყობილობით (ე.წ. „მანოკი“) ნადირობის ფაქტებიც. სეზონის დაწყებიდან 1 თვეში ამოღებულია 358 „მანოკი“. ყველაზე მეტი – 142 „მანოკი“ დაილუქა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

უკანონო ნადირობის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით,  დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის განმავლობაში (მომდევნო წლის 1 მარტამდე), საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ. დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.

გაზიარება
წინა პოსტი

ნიუ-იორკში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

შემდეგი პოსტი

“არ მინდა შევიდე პოლემიკაში ზელენსკისთან, ის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტია”- ირაკლი კობახიძე

Discussion about this post

ნოემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« ოქტ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'