ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აპარტამენტში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარებისა და ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Discussion about this post