TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 2 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 2 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

ზღვაში მაშველებმა ერთი პირის ცხედარი იპოვეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დ.კ. და გ. ო. დააკავეს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქმე ეხება თაღლითობის მცდელობას, კერძოდ, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქისგან, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტს.

“ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დ.კ. გ.ო.-სთან წინასწარი შეთანხმებით უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს, თავისი კავშირებისა და მაღალი თანამდებობის პირების მეშვეობით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 8000 ამერიკული დოლარი მოსთხოვა.

2025 წლის 26 სექტემბერს უცხო ქვეყნის აღნიშნულმა მოქალაქემ დ.კ-ს და გ.ო.-ს მოთხოვნით, მათ ხელზე გადასცა თანხის ნაწილი 1500 ლარის ოდენობით.

აღნიშნულის შემდგომ დ.კ. და გ.ო. სისტემატურად უკავშირდებოდნენ და დარჩენილი თანხის გადახდას დაჟინებით სთხოვდნენ. ამასთან, ისინი ყოველთვის უმეორებდნენ, რომ თითქოსდა საქმეში ჩართულნი იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები და მათი დახმარებით ბინადრობას აუცილებლად მიიღებდა. აღნიშნულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ 2025 წლის 1 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, დ.კ-ს და გ.ო.-სთან შეხვედრისას, დამატებით გადასცა მათ მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი 2 500 ლარი.

ამრიგად, დ.კ. და გ.ო. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მათ მიერ მოთხოვნილი 8000 აშშ დოლარიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქისგან მოტყუებით დაეუფლნენ 4000 ლარს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულებები.

აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად განაგრძობს მუშაობას ნებისმიერი ფორმის კორუფციული დანაშაულის აღმოფხვრის მიზნით. აქვე მივმართავთ საზოგადოებას, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ გვაცნობოთ დაუყოვნებლივ, განსაკუთრებით იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც უკანონო დაპირებები ხორციელდება მაღალი თანამდებობის პირების სახელებისა და გვარების მოშველიებით”, – განაცხადა ემზარ გაგნიძემ.

გაზიარება
წინა პოსტი

რა ეღირება დოლარი და ევრო 2 ოქტომბერს

შემდეგი პოსტი

სოკოთი ინტოქსიკაციით 5 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

Discussion about this post

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'