შსს-მ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერები – პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე 5 ოქტომბერს დააკავეს, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები იყვნენ.
შსს-ში აცხადებენ, რომ „ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრიფინგი გენერალურ პროკურატურაში
Discussion about this post