TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“ერთ სულ მოსახლეზე პოლიტპატიმრების რაოდენობით ყველაზე ავტორიტარულ რეჟიმებს გავასწარით” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ერთ სულ მოსახლეზე პოლიტპატიმრების რაოდენობით ყველაზე ავტორიტარულ რეჟიმებს გავასწარით” – ირაკლი ფავლენიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა შეცვალა კონსტიტუციური პრინციპები, ქვეყნის კურსი და ამყარებს ავტორიტარულ, დიქტატორულ რეჟიმს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი არის დაკავებული არა მხოლოდ 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების საქმეზე, არამედ ბოლო წლების განმავლობაში, პოლიტიკური ნიშნით.

„ჩვენ ერთ სულ მოსახლეზე პოლიტპატიმრების რაოდენობით ყველაზე ავტორიტარულ რეჟიმებს გავასწარით, ამაში დამნაშავე არის ივანიშვილი, რომელმაც შეცვალა ქვეყნის კონსტიტუციური პრინციპები, ქვეყნის კურსი და ამყარებს ავტორიტარულ, დიქტატორულ რეჟიმს, რასაც თავის მხრივ, პოლიტიკური დევნა, რეპრესიები მოჰყვება. ის ადამიანები, რომლებიც მის წინააღმდეგ არიან ბრძოლაში ჩართული, ამ რეპრესიების მიზეზი არ არიან. ივანიშვილის ბრალია ის, რომ ქვეყანა ამ ჩიხში არის შესული. ამას გაცხადებული მიზანი აქვს, რომ საქართველოს ასი ათასობით მოქალაქე უნდა გაანეიტრალოს, გააძევოს ემიგრაციაში ან დააპატიმროს, რაც ამ სიტუაციას იწვევს“,-განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ამასთან, ის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებისთვის – პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძისა, პაატა მანჯგალაძისა და ლაშა ბერიძის მიმართ ციხეში სატელეფონო ზარების, პაემნებისა და წერილების აკრძალვას გამოეხმაურა.

ირაკლი ფავლენიშვილის შეფასებით, ივანიშვილის რეჟიმი ამ ადამიანებს არა მხოლოდ დევნის, არამედ პატიმრობის უფლებებსაც ართმევს.

„ეს კიდევ ერთი ნათელი დემონსტრაციაა იმის, რომ არა მხოლოდ აკავებს ივანიშვილის რეჟიმი პოლიტიკური ნიშნით თავის ოპონენტებს, არამედ მათ ართმევს, მათ შორის პატიმრობის უფლებებს. ჩვენ ამას ვხედავდით, მათ შორის ლევან ხაბეიშვილთან მიმართებით და ახლა ვხედავთ სხვა პოლიტიკური პატიმრების შემთხვევებშიც. ფაქტობრივად, ამ ხუთეულს აქვს შეზღუდული პატიმრობის ყველა უფლება, რაც პოლიტიკური დევნის კლასიკური გამოვლინება არის“,-განაცხადა ფავლენიშვილმა.

მისი განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერდა და მომავალშიც მხარს დაუჭერს ისეთ აქციას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

გაზიარება
წინა პოსტი

ფოთში, 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა

შემდეგი პოსტი

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

Discussion about this post

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'