TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 14 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 14 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“ანგელოზების მერე პატარა უნდა მყოლოდა”- ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების დედის მიმართვა

“ანგელოზების მერე პატარა უნდა მყოლოდა”- ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების დედის მიმართვა

ემილია, ანა-მარია, ნია, ელენე და სოფია – ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა ოკუპირებულ გალში მომხდარ ხანძარს… ტრაგედიამ საქართველო შეძრა.

6 იანვარი ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.

დედა, მამა და ხუთი პატარა გოგონა ზუგდიდში დევნილთა დასახლების ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ. ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებდა. ტრაგედიის დღეს ბავშვები ბებიასთან იყვნენ სტუმრად. როგორც ამბობენ, ბებიამ შეშის ღუმელში ცეცხლის დასანთებად ნავთის ნაცვლად შეცდომით ბენზინი შეასხა, ცეცხლი უცებ აალდა და ხის სახლს სწრაფად მოედო. სახლი თითქმის 10 წუთში დაიფერფლა. ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დედა ენგურს აქეთ, ზუგდიდის კლინიკაში იწვა, მამა ცოლის სანახავად იყო წასული.

ამ ტრაგედიის შემდეგ ოჯახს ახალი საცხოვრებელი გადასცეს. სოციალურ ქსელში გაიხსნა ანგარიში სადაც ვიტალისა და ქრისტისთვის თანხა გროვდებოდა.

უმძიმესი ტრაგედიის მიუხედავად, საზოგადოებას იმედი ჰქონდა, რომ ქრისტი ისევ გახდებოდა პატარა ანგელოზის დედა…

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომიმართვა, სადაც დაღუპული პატარების დედა ამბობს, რომ მიიღო მეუღლესთან განქორწინების გადაწყვეტილება. ამასთან, ქრისტინე ამბობს, რომ თანხა, რომელიც მათ ანგარიშზეა ჩარიცხული, სურს გადასცეს ისეთ პიროვნებას, ვისაც სურს ჰყავდეს შვილი და ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს.

„ძალიან მიჭირს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ჩემი ანგელოზების მერე პატარა უნდა მყოლოდა. მაგრამ ჩემს შვილებს ვერცერთი შვილი ვერ შემიცვლის. მე ისეთი ტკივილი მაქვს გულში, რომ ახალდაბადებულ ბავშვს ვერ ვაგრძნობინებ ამ ტკივილს. არ მინდა ახალდაბადებული ბავშვი დავტანჯო. რაც შეეხება თანხას, რომელიც არის, მინდა, ჩემი პატარების სახელზე, პატარა ანგელოზი დაიბადოს და გადავცე სხვა მშობლებს, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება. ძალიან მინდა, რომ ჩემი ბავშვების სახით, პატარა ანგელოზი დაიბადოს,- ამბობს ქრისტინე სორდია.

 

გაზიარება
წინა პოსტი

TikTok-ის ტრენდს 2 გოგონა ემსხვერპლა

შემდეგი პოსტი

იტალიაში აფეთქებას 3 პოლიციელი ემსხვერპლა

Discussion about this post

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'