TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“გიორგი გახარია გახლავთ ქრონიკული მოღალატე” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ერთ სულ მოსახლეზე პოლიტპატიმრების რაოდენობით ყველაზე ავტორიტარულ რეჟიმებს გავასწარით” – ირაკლი ფავლენიშვილი

გიორგი გახარია გახლავთ ქრონიკული მოღალატე, – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი „გახარია-საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად პარტია ბოიკოტის რეჟიმს ასრულებს და მე-11 მოწვევის პარლამენტში შედის.

ფავლენიშვილის შეფასებით, გიორგი გახარია მის გუნდთან ერთად „ქოცურ“ წიაღში ცდილობს დაბრუნებას.

„გიორგი გახარია გახლავთ ქრონიკული მოღალატე, რომელმაც უღალატა ჯერ ივანიშვილს, მერე საპროტესტო ელექტორატს, მერე ოპოზიციურ შეთანხმებას, მერე მე მგონი, უღალატა ბოლო ოპოზიციურ ე.წ. პარტნიორსაც და საბოლოო ჯამში, ეს კაცი თავის ე.წ. გუნდთან ერთად ცდილობს, რომ დაბრუნდეს „ქოცურ“ წიაღში და რამდენად დაბრუნდება, ესეც ცალკე საკითხია. მისი განხილვა, როგორც ოპოზიციური ძალის, საპროტესტო ელექტორატის მიერ, რა თქმა უნდა, აღარ ხდება“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

გარდა ამ საკითხისა, ფავლენიშვილმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობის აკრძალვის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, საქმე მარტივად არის, ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა დიქტატურა და დიქტატურისთვის საჭიროა, მეინსტრიმული ოპოზიციური პარტიები აღარ არსებობდნენ.

„მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბარი აღარ არის, ამას არც ე.წ. პრემიერ-მინისტრი მალავდა და აცხადდა, რომ ათამდე პარტიაზეა საუბარი, ამიტომაც ჩვენ ვსაუბრობთ არამხოლოდ ათეულობით და ასეულობით პასიური ადამიანის საარჩევნო უფლების შეზღუდვაზე, არამედ, მათივე დათვლით, ასი ათასობით აქტიური ადამიანის საარჩევნო ხმის შეზღუდვაზე იმიტომ, რომ ეს ხალხი, ბოლო წლების განმავლობაში, მხარს უჭერდა იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა აკრძალვასაც აპირებენ. იმიტომაც უპრეცედენტოდ, ავტორიტარულ, დიქტატორულ ნაბიჯთან გვაქვს საქმე, რომელიც ალბათ ქრესტომათიული მაგალითი იქნება დიქტატურის დამყარების, როდესაც მილიონზე მეტ მოქალაქეს შეუზღუდავენ აქტიური საარჩევნო უფლების გამოყენებას“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში მათი გეგმა არის ის, რომ კომუნიკაცია ჰქონდეთ ხალხთან და ბოლომდე იბრძოლონ.

„გვქონდეს კომუნიკაცია ხალხთან, გავმართოთ აქციები იმიტომ, რომ ივანიშვილი გამოვიდეს და აკრძალოს სუნთქვა ამ ქვეყანაში – მივდივართ იქამდე, რომ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს აუკრძალავენ სუნთქვას. იმიტომ, რომ [ადამიანებს] უკრძალავენ ქუჩის გადაკეტვას, ოპოზიციური პარტიის დაფუძნებას, ოპოზიციური პარტიებისთვის ხმის მიცემას და ამ ყველაფერს თუ დავყაბულდით, მაშინ დიქტატურას შობენ და უსიტყვოდ განაპირობებენ მორჩილი ადამიანები, ამას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

გაზიარება
წინა პოსტი

“მოძალადეებისთვის ხელის დაფარება ძალადობის გამართლებაა” – შალვა პაპუაშვილი

შემდეგი პოსტი

დააკავეს „ფორმულას“ სოციალური მედიის ჟურნალისტი

Discussion about this post

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'