TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური „ტვ პირველის“ ეთერში გასულ რეპორტაჟს ეხმაურება და არხს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია ,,ტვ.პირველის“ ეთერში, (21.10.2025) გასულ მორიგ დეზინფორმაციას, თითქოს „საქართველო იქცა ავტოიმპორტისთვის შავ ხვრელად“.

შემოსავლების სამსახურის მიერ, უკვე არაერთგზის გავრცელებული განცხადებების/განმარტებების მიუხედავად, კვლავ გრძელდება უწყების დისკრედიტაცია და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანა.

როგორც ცნობილია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნებმა, მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ. მათ შორის, სანქციები შეეხო აღნიშნული ქვეყნებიდან მსუბუქი ავტომობილების რუსეთში ან ბელარუსში შეტანასაც.

აღნიშნულ შეზღუდვას უწყება მკაცრ მონიტორინგს/აღსრულებას უწევს. ამასთან, საერთაშორისო სანქციების დაწესებისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივ კოორდინაციაშია პარტნიორ ქვეყნებთან და ხდება ინფორმაციის გაცვლა ოპერატიულ რეჟიმში. კონტროლის ფარგლებში, ტრანზიტული ნომრების მქონე მსუბუქი ავტომობილები, რომლებიც გადაადგილდებიან ტრანზიტულად, საბაჟო საზღვრის კვეთისას, მებაჟე ოფიცრების მხრიდან ექვემდებარება შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმებას, თუ რომელი ქვეყნის დანიშნულებით გადაადგილდება აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება და როგორც ტრანზიტი, ისე ექსპორტი/რეექსპორტი ხორციელდება საერთაშორისო რეგულაციების სრული დაცვით და არ არსებობს ამის საპირისპირო დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი.

დღეის მდგომარეობით, მოქმედი შეზღუდვები არ ეხება აშშ-დან და ევროკავშირიდან შემოყვანილი მსუბუქი ავტომობილების ექსპორტს/რეექსპორტს იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან მითითებული აშშ-სა და ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ სანქციებში. ამასთან, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ აღვნიშნავთ, რომ აკრძალვა არ ვრცელდება იმ მსუბუქ ავტომობილებზე, რომლებიც არის ფიზიკური პირის პირად საკუთრებაში, გამოიყენება მისი პირადი სარგებლობისთვის და არ არის განკუთვნილი გასაყიდად.

აქვე აღვნიშნავთ, რომ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში აქტიურია რისკის 37 პროფილი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკ-ფაქტორების გამოვლენის ინიციირებას. ბოლო მონაცემებით, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე უარის თქმის 2 448 შემთხვევაა დაფიქსირებული.

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ სანქციების აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებასთან.“

გაზიარება
წინა პოსტი

71 წლის აზა ჩილაჩავას სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა

შემდეგი პოსტი

“იქნებ ცოცხალი იყო ძირს რომ დაეცა? როგორ მიატოვა”- რას ჰყვებიან კარდენახში ტრაგიკულად დაღუპულ მამაკაცზე

Discussion about this post

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'