ქვემოთ ჩამონათვალში წარმოდგენილია სწორედ ასეთი ზოდიაქოს ნიშნები.
სასწორი
ამ ნიშნის წარმომადგენლებს ხშირად არ უმართლებთ. სასწორები შეუპოვარი და შრომისმოყვარენი არიან, თუმცა ეს თვისებებიც არ აძლევთ მიზნის მიღწევის საშუალებას. მათ შეუძლიათ წლობით იშრომონ კარირული წინსვლისთვის და ისე გავიდნენ პენსიაზე, რომ დაწინაურებას ვერ ეღირსონ. ასევე არ უმართლებთ მათ პირად ცხოვრებაში, რადგან შეუძლიათ დიდიხანს აიტანონ დესპოტი პარტნიორი. ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ მარტო დარჩენის შიში აქვთ და თვლიან, რომ სხვა, ღირსეულ მეწყვილეს ვერ იპოვიან.
კირჩხიბი
კირჩხიბებმა ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან იციან, რომ წარმატება მათთან ადვილად არ მოდის. ამის გამო, ისინი აკეთებენ დასვკნას, რომ ცხოვრებაში ყველაფერს შენით უნდა მიაღწიო. ნებისმიერი კარიერული დაწინაურება – მათი დამსახურებაა, შესაბამისად, ისინი არასოდეს ეყრდნობიან ვინმეს. როცა გარშემომყოფი ახლობლები იგებენ, რომ კირჩხიბს ფინანსური შემოსავალი გაუჩნდა, მაშინვე ფულის და დახმარების სათხოვნელად აკითხავენ და ამ უკანასკნელსაც უარის თქმა არ შეუძლია, როცა აქვს. კირჩხიბები ვერასოდეს ისვენებენ საყვარელ ადამიანთან ერთად, რადგან გამგზავრების წინ სულ ჩხუბობენ.
ვერძი
ვერძებს არ სჯერათ წარმატების და როცა ის მაინც მოდის მათ ცხოვრებაში, ამას შიშით და ეჭვით უდგებიან. ფულის შოვნა ვერძებისთვის მარტივი არასოდეს არის. ასევე ნაკლებად უმართლებთ პირად ცხოვრებაშიც. სწორი პარტნიორის პოვნამდე, მათმ ბევრი ტკივილის და ცუდი გამოცდილების გადატანა მოუწევთ. ასეთი ადამიანის პოვნის შემდეგაც კი, ვერძების ოჯახში ყველაფერი დალაგებული მაინც არ არის, რადგან პარტნიორთან კამათი და კონფლიქტი ხშირად აქვთ.
მორიელი
მორიელი ითვლება ყველაზე უიღბლო ნიშნად. თავადაც კარგად ესმით, რომ წარმატება ყოველთვის გვერდს უვლით. მათი პოტენციალის, შეუპოვრობისა და დამოუკიდებლობის მიუხედავად, მათ არ შეუძლიათ რაიმე მნიშვნელოვანის მიღწევა. მათ ცხოვრებაში მუდმივად რაღაც არ ჰყოფნით და ამის მიზეზად თვლიან იმას, რომ არ უმართლებთ. საუკეთესო რჩევა მათთვის არის ცუდზე ნაკლებად ფიქრი და ცხოვრებაში მეტი პოზიტივის შეტანა.

Discussion about this post