აბაშასთან უმძიმესი ავარია მოხდა.
თვითმხილველის ინფორმაციით, ერთმანეთს 4 ავტომანქანა შეეჯახა, აქედან ერთი საქორწილო მანქანაა წითელი ლენტებით
თვითმხილველის თქმით, დაშავებულია 10 პირი,რომლებიც სხვადასხვა ავტომობილებში ისხდნენ. აქედან 3-ს ადგილზე გაეწია დახმარება.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფოს ბრიგადები. სასწრაფომ დაშავებული 7 პირი სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანა.
საავტომობილო გზა ნაწილობრივ გადაკეტილი იყო.

Discussion about this post