სამტრედია-აბაშის გზაზე, 24 ოქტომბერს მომხდარი უმძიმესი ავარიის შედეგად დაშავებული ლიკა კუჭიხიძე კლინიკაში იმყოფება და სიცოცხლისთვის იბრძვის.
გოგონაზე უახლესი ინფორმაცია ვრცელდება:
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 18 წლის ფეხმძიმე გოგონა ლიკა კუჭუხიძე უკეთ არის, ექიმებმა შეძლეს და მას ბავშვიც შეუნარჩუნეს. “ფილტვებმა დაიწყო ფუნქციონირება ბავშვიც შეუნარჩუნდა! უფლის წყალობას გისურვებთ”, – წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ახლობელი.
„ძვირფასო აბაშელებო ჩვენმა ლოცვამ შედეგი გამოიღო. საჯანმრთელო პარაკლისის დასრულების თანავე გვაცნობეს, რომ გოგოს პასუხები გუშინდელთან შედარებით კარგია.
მოგმართავთ ლიკას და ბაჩოს ნათესავებს მეგობრებს კლასელებს მეზობლებს კეთილის მსურველს მობრძანდით ხვალ სამშაბათს 6 საათზე ისევ ჩატარდება საჯანმრთელო პარაკლისი.
შეგახსენებთ რომ ყოველდღე 6 საათზე აბაშაში მაცხოვრის კარის ტაძარში განკარში ჩატარდება ბაჩოს სახელზე სულის საცხონებელი პანაშვიდი და ლიკას სახელზე საჯანმრთელო პარაკლისი“,- წერს ოჯახის ახლობელი.

Discussion about this post