TV PLAY
help@meganews.ge
კვირა, 16 ნოემბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
კვირა, 16 ნოემბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი მთავრობა დამტკიცებულია.

საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის მიერ წარდგენილ მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს.

კახა კალაძემ საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა და საზოგადოებას არჩევნებში მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეულად ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს. უამრავი გამოწვევა, პრობლემა არსებობს დედაქალაქში. მოსახლეობის უმრავლესობამ სწორედ ჩვენ გვანდო ეს მიმართულება, რომ ყველაფერს გაეცეს ღირსეული პასუხი. გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები კონკრეტული პროექტების სახით. მზად ვართ, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში, თქვენი ჩართულობით, ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს და თბილისელებს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის ვიცე-მერი კვლავ გიორგი ტყემალაძე იქნება, ხოლო დედაქალაქის მერის მოადგილეების თანამდებობას ირაკლი ბენდელიანი, ანდრია ბასილაია და კახა აბულაძე დაიკავებენ.

თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი – ვლადიმერ ჭიღლაძე იქნება; გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი – პაატა ტოგონიძე; ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი – ვახტანგ ლომჯარია; თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი – გოგი ჩიქოვანი; ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი – გიორგი აბუთიძე; იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი – სერგო ბირკაძე; კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი – ირაკლი გვილავა; საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი – გაიოზ თალაკვაძე; მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი – დავით მალანია; ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი – გელა ჩივიაშვილი; უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი – ნიკოლოზ ჭონქაძე.

რაც შეეხება თბილისის რაიონების გამგებლებს, ჩუღურეთის რაიონს – დავით მაქაცარია, დიდუბის რაიონს – დავით გელოვანი, გლდანის რაიონს – ბესიკ კალაძე, ვაკის რაიონს – ლევან ყიფიანი, ხოლო ისნის რაიონს აკაკი ხლაბუსტოვი უხელმძღვანელებს. კრწანისის რაიონის გამგებელი ლაშა ცაგურია იქნება, მთაწმინდის – დავით კირკიტაძე, ნაძალადევის – ირაკლი ანდღულაძე, საბურთალოს – გაიოზ ვასაძე, სამგორის რაიონის გამგებელი კი – კახა სამხარაძე.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

გაზიარება
წინა პოსტი

ძლიერი მიწისძვრა მოხდა აშშ-ში

შემდეგი პოსტი

10 ნიშანი, რომელიც თირკმლის პრობლემის შესახებ მიგვანიშნებს

Discussion about this post

ნოემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« ოქტ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'