სოფელი სვერის მკვიდრი არმაზ ცუცქირიძე ემიგრაციაში გარდაიცვალა . როგორც ახლობლები ამბობენ გერმანიაში წარმატებული დოქტორანტი იყო. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ახალგაზრდას ახლობლები გლოვობენ :
—უბადლო ნიჭისა და ფენომენის მატარებელი ყმაწვილი კაცი არმაზ ცუცქირიძე. უდიდესი სიკეთე, ლმობიერება, თავმდაბლობა, წესიერება, შრომის მოყვარეობა, თანაბრად იყო შეზავებული მის პიროვნებაში.უფალმა უხვად დაგაბერტყა ყველა სიკეთე, მაგრამ ვაი, რომ ბედისწერამ ფრთები მოგტეხა არ გაგაშლევინა.ჰოი, ბედისწერავ! რად შეუწყვიტე, დაუოკებელი სურვილი და მონდომება საბრალო ყმაწვილ კაცს. როგორ მოულოდნელად, ნაადრევად 27 წლის ასაკში შენთვის დღე დაბნელდა, გადასახლდი მარადისობაში. რაც ამ ხნის განმავლობაში გააკეთე, ამას ადამიანები მთელი ცხოვრება ანდომებენ.არ დაგცალდა ბოლომდე გეთქვა, შენი სათქმელი.უდიდესი მისიით მოხვედი ჩვენთან არმაზ! შენ ხომ სამეცნიერო კვლევების მომავალი ყლორტი უნდა ყოფილიყავი. მაგრამ ბოროტმა სულმა დაახშო, ჩაქოლა შენი მომავალი. იქნებ ვინმეს შურისძიებით განიწირე შვილო.უფალი არავის დატოვებს პასუხგაუცემელს, მაგრამ ვაი რომ შენ აღარაფერი გეშველება, რაც გულს გვტკენს ყველას. მოუშუშებელი ტკივილი ხარ მშობლების, ძმის, მთელი ქვეყნის.
ეს მაშინ 2015-16. სასწავლო წელს, როცა მშობლიური სკოლის კედლებს ემშვიდობებოდით. ემოციებით, ლამაზ, ლამაზი სიტყვებით გემშვიდობებოდნენ, სამომავლო გზას გილოცავდნენ თქვენი აღმზრდელი პედაგოგები, გისურვებდნენ ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს, სწამდათ შენი უბადლო ნიჭის, რომ იტყოდი ხმამაღლა სათქმელს, რომ უკვალოდ არ დაიკარგებოდა შენი ფენომენი და სათანადო დაფასება ექნებოდა ქვეყანაში, მაგრამ ცხოვრება ბედის ირონიას ჰგავს, სურვილები სურვილად დაგრჩა…
გულისტკივილით გემშვიდობებით, სიცოცხლეს ნაადრევად მოწყვეტილო საბრალო ვაჟკაცო.გამძლეობა მშობლებს, ძამიკოს. – წერს ეთერი ცუცქირიძე.

Discussion about this post