TV PLAY
help@meganews.ge
კვირა, 16 ნოემბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
კვირა, 16 ნოემბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე – შსს

ზღვაში მაშველებმა ერთი პირის ცხედარი იპოვეს

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ დავით მიქაძეს ახალი ბრალდება წარედგინება, მისი დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე კი დააკავეს.

აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

როგორც დარახველიძე აღნიშნავს, დავით მიქაძე და დავით ჩუბინიძე წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მესამე პირზე მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს.

„ამავე კომპლექსური ღონისძიების ფარგლებში ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, რომლის მიმართაც გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის სექტემბრის თვეში, დავით ჩუბინიძე და დავით მიქაძე, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს მესამე პირზე.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის სახით, დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, ხოლო თავად მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება“, – განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობისთვის და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის დამნაშავედ არის ცნობილი გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ცალკე წარმოებად მიმდინარეობს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების საქმე. აღნიშნულ ეპიზოდზე 5 პირია ბრალდებული, მათგან კი სამი – გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე და გიორგი კაჭკაჭაშვილია დაკავებული. გიორგი ჯოხაძისა და დავით მიქაძის მიმართ კი ძებნა არის გამოცხადებული.

გაზიარება
წინა პოსტი

„არასოდეს არ გასცეთ ფული ამ დღეს … “ – გოგა მანიას საჭირო რჩევები

შემდეგი პოსტი

ზურა ხაჩიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

Discussion about this post

ნოემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« ოქტ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'