TV PLAY
help@meganews.ge
კვირა, 8 თებერვალი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
კვირა, 8 თებერვალი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

” ეს არის ბრიუსელიდან საკუთარი თავის მხილება” – შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკის წერილზე

“ადამიანი არის ჩვეულებრივი ოსტაპ ბენდერი, რომელიც მაქინატორობს და მანიპულირებს “- პაპუაშვილი

დადასტურდა, რომ ცრუ ნარატივი იყო, თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, [პაველ ჰერჩინსკის] ამ წერილში თავადვე დაადასტურა ბრიუსელმა, რომ სინამდვილეში ეს პროცესი შეაჩერა 2024 წლის ივნისში თავად ბრიუსელმა იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობამ მოითხოვა ბრიუსელის მხრიდან მისი დახარჯული თანხების გასაჯაროება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა.

მისი თქმით, აღნიშნული წერილი „კიდევ ერთი დასტურია, თუ რა პოლიტიკური ენერგია და ფული იხარჯება საქართველოში ცრუ ნარატივების დასამკვიდრებლად“.

„ეს კიდევ ერთი დასტურია, თუ რა პოლიტიკური ენერგია და ფული იხარჯება საქართველოში ცრუ ნარატივების დასამკვიდრებლად. ერთ-ერთი ასეთი ცრუ ნარატივი იყო, თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. ამ წერილში თავად დაადასტურა ბრიუსელმა, ეს არის ბრიუსელის მხრიდან საკუთარი თავის მხილება, რომ სინამდვილეში ეს პროცესი შეაჩერა 2024 წლის ივნისში თავად ბრიუსელმა იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობამ მოითხოვა ბრიუსელის მხრიდან მისი ფინანსების, საქართველოში დახარჯული თანხების გასაჯაროება. ეს ვერ გვაპატიეს ქართველებს. ჩვენს ქვეყანაში ბრიუსელი, ევროკავშირის საელჩო ფულს ხარჯავს და როგორ გავბედეთ ქართველებმა და მოვიკითხეთ, იქნებ გვითხრათ, რაში ხარჯავთ ფულს, არ მიზნებს ემსახურება ამ ფულის ხარჯვა. ესეც აჩვენებს იმ ღირებულებით უკუსვლას, რომელსაც ბრიუსელი განიცდის. ჩვენი მოწოდებაც ესაა, დეზინფორმაცია, როგორც პოლიტიკური იარაღი უნდა უარყონ და ეს იქნება პირველი ნაბიჯი ბრიუსელისთვის, რომ დაუბრუნდეს ევროპულ ღირებულებებს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილის სახელზე 2025 წლის 5 ნოემბერს გაგზავნა წერილი, სადაც იუწყება, რომ „საქართველოს მონაწილეობა შეუჩერეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რეგიონულ პროგრამებში უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით“. მათივე ცნობით, პაველ ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ასევე წერს: „საქართველოში არსებული განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით და 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების თანახმად, რამაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვია, გაცნობებთ, რომ საქართველოს მონაწილეობა შემდეგ ევროკავშირის დაფინანსებულ რეგიონულ პროექტებში, უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, შეჩერებულია“.

გაზიარება
წინა პოსტი

მოძრაობა 5 დღით შეიზღუდება – გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

შემდეგი პოსტი

9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Discussion about this post

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'