TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს , მათ შორის იმერეთშიც

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს , მათ შორის იმერეთშიც

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები.

“საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, კახეთის, აჭარის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

მათ ბრალი ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე.

ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ – აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით ახდენდა.

სამართალდამცავების მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების  ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად არის ამოღებული.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისათვის საჭირო მასალები, ბრალდებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკი და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე,  260-ე ტერცია, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა ის პირი, ვინც საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას”, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

გაზიარება
წინა პოსტი

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

შემდეგი პოსტი

საბა მეფარიშვილმა წელიწად-ნახევრიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

Discussion about this post

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'